• რეკლამა
  • კონტაქტი
06:04, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილის სიტყვა უკრაინის მშვიდობის სამიტზე

ალია ავტორი - ალია
21:46 06-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
848

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოვიდა:

“ომი არა უკრაინაში, არამედ უკრაინის წინააღმდეგ, 800 დღეზე მეტია გრძელდება. 800 დღე უდანაშაულო ადამიანების დაკარგვის, განადგურებისა და ეკონომიკური განადგურებისa. 800 დღეა, ბევრი უკრაინელი იბრძვის თავისი ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ ასევე ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის და მის მიღმა დემოკრატიის იდეალებისთვის და კანონის უზენაესობის შენარჩუნებისთვისა და აღდგენისთვის.

ჩემს ქვეყანას, საქართველოს შეუძლია მხოლოდ გაიზიაროს უკრაინელი ხალხის გაჭირვება, რომელიც ჩვენც, ჩვენი მხრივ, განვიცადეთ. სანამ იყო ბუჩა, იყო აფხაზეთი, ეს არის ფილმის სათაური და დიახ, უკრაინის წინააღმდეგ ომამდე იყო ომი საქართველოში. უკრაინაში ტერიტორიების ოკუპაციამდე იყო საქართველოში ტერიტორიების ოკუპაცია. ასე რომ, ჩემს ქვეყანას შეუძლია მხოლოდ გაიზიაროს შეშფოთება ადამიანური დანაკარგის გამო, რომელსაც განიცდის უკრაინა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ბავშვების იძულებითი გადაყვანას. ჩემს ქვეყანას შეუძლია მხოლოდ გაიზიაროს შეშფოთება არასტაბილურობისა და დაპირისპირების შესახებ, რომელიც რუსეთმა მოიტანა შავ ზღვაში თანამშრომლობისა და კავშირის ნაცვლად. შავი ზღვის მილიტარიზების ფონზე, რუსეთი გეგმავს ახალი, დამატებითი საზღვაო ბაზა საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში. ჩემს ქვეყანას შეუძლია მხოლოდ გაიზიაროს შეშფოთება ბირთვული უსაფრთხოების შესახებ, როცა უკრაინამ განიცადა ჩერნობილის კატასტროფის შედეგები.

ყველა ამ მიზეზის გამო, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიზიარებდეთ რწმენას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა შეწყდეს და გზა დაუთმოს მშვიდობას უკრაინასა და ევროპაში. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გადაიდგმება ის საწყისი ნაბიჯები, რომლებიც დღესვე უნდა განხორციელდეს. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას აქვს საზღვრები, როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს და მას ჰყავს მეზობლები, როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს. საერთაშორისო თანამეგობრობა, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა მხოლოდ მაშინ შეიძლება იარსებებს, როდესაც დიდი და ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა აღიარებს და პატივს სცემს თავის მეზობლებს და მათ ტერიტორიულ მთლიანობას.

დიდება უკრაინას!”

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved