საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელებში ერთსიტყვიანი პოსტების ტრენდს შეუერთდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელებში ერთსიტყვიანი პოსტების ტრენდს შეუერთდა.
პრეზიდენტმა სიტყვა „დამოუკიდებლობა“ დატვიტა.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე საათია სოციალურ ქსელ ტვიტერზე იწერება სხვადასხვა შინაარსის მოკლე შეტყობინებები, რომლებმაც მომხმარებლებში დაბნეულობა გამოიწვია. მას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ, მათ შორის არიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი.
ზელენსკის ტვიტში ვკითხულობთ: „თავისუფლება“. ხოლო დანილოვის ტვიტში „სიკვდილი პუტინს“. აშშ-ის პრეზიდენტმა „დემოკრატია“, ხოლო გერმანიის კანცლერმა „პატივისცემა“ დაწერა. მათ არ ჩამორჩა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც. ბორის ჯონსონმა „უკრაინა“ დატვიტა.
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები