• რეკლამა
  • კონტაქტი
00:07, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: როცა ვფიქრობ, სად ვიყავით და დღეს სად ვართ, ძალიან მტკივა გული

ალია ავტორი - ალია
12:18 11-11-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
395

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპული ქვეყნის წარმომადგენლების საქართველოში ჩამოსვლა არის ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანი და ნიშანი იმის, რომ ევროპა საქართველოს ხელიდან არ უშვებს.

„მინდა მივესალმო ჩვენს სტუმრებს, ევროპელი პარლამენტების დელეგაციას. ისინი 8 ქვეყანას წარმოადგენენ და არიან საქართველოს მართლაც ერთგული მეგობრები, რომლებიც პირველი დღიდან საქართველოს სახელმწიფოს, სახელმწიფოს მშენებლობას, მის ევროპულ გზას გვერდით უდგანან. თუ ჩვენ შარშან, დეკემბერში, მივედით იმ დონემდე, რომ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ეს ამ ჩვენი მეგობრების დამსახურებაა, რომ გვენდვნენ და მოგვანიჭეს ეს სტატუსი. ნდობის ნიშანი იყო ის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოსთვის, რომელიც ჩვენ დეკემბერში ვიზეიმეთ. როცა ვფიქრობ, სად ვიყავით და დღეს სად ვართ, ძალიან ღრმად მტკივა გული. დაკარგული შანსი სადღაცაა და ჩვენი მოსაპოვებელია ჩვენს მეგობრებთან ერთად. მათი აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შედის, არის ამ ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანი. ევროპა ხელიდან არ გვიშვებს და ჯერ კიდევ სჯერა საქართველოსი და საქართველოს ევროპულობის, საქართველოს ხალხის ევროპულობის, რომელიც არაერთხელ გამოიხატა ამ 33 წლის განმავლობაში. როცა ევროპული პრინციპები, ევროპული მომავლის იმედი იყო ეჭვქვეშ, ყოველ ჯერზე საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება გამოდიოდა. ვიცით ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ, პრაქტიკულად, 30 წელი ქუჩაში გაატარა იმიტომ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპის მიმართ ხელისუფლების მიერ გადახვევა, ყოველთვის იყო ამ ქვეყანაში გაპროტესტებული. ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის ევროპული, დემოკრატიული და სამწუხაროდ, რომელსაც არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ინსტიტუტს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved