• რეკლამა
  • კონტაქტი
23:41, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სალომე ამბობს, რომ ახლა მე უნდა ვიყო ბიძინა, მე უნდა დავაკომპლექტო პარლამენტი, მე უნდა გავაკეთო ყველაფერიო“ – ზაზა ხატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:27 06-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,322

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი:

 

– „ქართული ოცნება“ ხომ არ უქნია ღმერთს და ოპოზიცია ამათზე არანაკლებია. ეს ის ოპოზიციაა, რომელიც 2020 წლის არჩევნების მერე, შევიდა პარლამენტში და გაყალბებული არჩევნები „გაუპრავა“ ბიძინა ივანიშვილს. არადა, მანამდე ტელევიზიით იფიცებოდნენ,  დედას იგინებოდნენ, რომ არ შევიდოდნენ, რადგან არჩევნები გაყალბდაო. ამ პარტიებმა, რომლებიც პრეზიდენტის ქარტიის ხელმომწერნი არიან, განვითარების ისტორიული შანსი დაუკარგეს ქვეყანას. პარლამენტში მარტო რომ დაეტოვებინათ „ქართული ოცნება“, ეს იქნებოდა მათთვის კატასტროფა. „ოცნება“ ვერ შეკრებდა უმრავლესობას და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნებოდა, თუ მარტო დარჩებოდა „ოცნება“ პარლამენტში, მაშინაც რიგგარეშე არჩევნები დაინიშნებოდა,  რომელსაც „ოცნება“ ვერ მოიგებდა და კოალიციური მთავრობა გვეყოლებოდა. დღეს არც „რუსული კანონი“ იქნებოდა მიღებული, არც სხვა საფრთხეების წინაშე ვიდგებოდით, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში გველის. თუ „ოცნება“ დარჩა, რეჟიმი დამყარდება ქვეყანაში, დემოკრატიული პროცესი საერთოდ  ჩაკვდება. შალვა ნათელაშვილმა თქვა, არ შევალ პარლამენტშიო და სიტყვა არ გატეხა, არ შევიდა. ამის გამო დასაჯეს, დაფინანსების გამო დატოვეს, ლამის გააუქმეს „ლეიბორისტული პარტია“. გიგა ბოკერიას და თამარ ჩორგოლეიშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება კარგად იცი, ბოკერია იყო სააკაშვილის ფაშისტური  რეჟიმის ერთ–ერთი საყრდენი პოლიტიკური ფიგურა, რეჟიმის სახე და სააკაშვილის ხელისუფლებას წლები ვებრძოდი. ბოკერია და ჩორგოლეიშვილი იძახდნენ, არ შეხვიდეთ პარლამენტში, არ „გაუპრავოთ“ გაყალბებული არჩევნები „ოცნებასო“ და ბოკერია არ შევიდა. ვინც შევიდა, იმას ქვეყნის დარდი კი არ ჰქონდათ, სადეპუტატო ხელფასები და პრივილეგიები აინტერესებდათ.  არადა, თხოვნა იყო საზოგადოებისა, რომ ესენი პარლამენტში არ უნდა შესულიყვნენ. ხალხი მოატყეს, მათთვის მიცემული პირობის შესრულებას პირადი კეთილდღეობა ამჯობინეს და რატომ უნდა ვენდო ახლა ამ ხალხს, რომ თუ კოალიციურ  პარლამენტს შექმნიან, იმ ქარტიის ყველა პუნქტს ზედმიწევნით შეასრულებენ? არ მჯერა ამგვარი მედროვე პოლიტიკოსებისა და არც მათი დაპირებებისა. იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ქარტიის გარშემო გაერთიანდნენ, ხალხი ხმას არ მისცემს.

– რა გამოდის მაშინ, „ქართული ოცნება“ ისევ მოიგებს არჩევნებს?

– „ნაცმოძრაობას“ ჰყავს ელექტორატი და უნდა იყოს  ცალკე.  მეორე სია უნდა გაკეთდეს, სადაც სხვა პროდასავლური პარტიები იქნებიან, ოღონდ ისინი, ვინც პარლამენტში არ შევიდნენ. ესენი ცალ–ცალკე უნდა გავიდნენ არჩევნებზე. ასეთ შემთხვევაში, ივანიშვილს წაგებული აქვს არჩევნები. დღეს რა კონფიგურციაც არის, ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს. დააკვირდით – ეს ქარტია არის დოკუმენტი, სადაც სალომე ამბობს, რომ ახლა მე უნდა ვიყო ბიძინა, მე უნდა დავაკომპლექტო პარლამენტი, მე უნდა გავაკეთო ყველაფერიო. ეს ასე არ ხდება. ქალბატონი ზურაბიშვილი სწორ ნაბიჯებს დგამს სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში, მაგრამ ცდილობს, ბიძინა ივანიშვილი თვითონ ჩაანაცვლოს. როგორც გინდა კარგი ადამიანი იყოს ზურაბიშვილი, ეს არ მინდა მოხდეს, რადგან ავტოკრატიული მმართველობისკენ მიდრეკილება აქვს ყველა ქართველს. მოდიან ხელისუფლებაში, გადის გარკვეული პერიოდი და მერე სკამის დათმობა არ უნდა არავის. შევარდნაძის და სააკაშვილის პრეზიდენტებად დარჩენის ამბიციებს ბევრი ქართველის ინტერესი შეეწირა, ახლა ბიძინა ივანიშვილს ეწირება ხალხის ინტერესები და ნამდვილად არ მინდა, სალომე ზურაბიშვილიც მათ დაემსგავსოს. ზურაბიშვილი და ქარტიაზე ხელმომწერი პარტიები ხომ ამბობენ, რომ ერთ წელში ვადამდელი არჩევნები ჩატარდებაო. რაც ზემოთ ვთქვი, გავიმეორებ: ეს მთლად უკეთესი, ვინც გაუთეთრა პარლამენტი ივანიშვილს, იმ პარტიებმა არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ხალხს ბოდიში მოუხადონ, რომ მოტყუეს და გაისად ვადამდელ არჩევნებში მიიღომ მონაწილეობა, ეს იქნება სამართლიანი.

– თავად ქარტიის შესახებ რას იტყვით? რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ და რა გამორჩათ, რაც გასაკეთებელია და არ ჩაწერეს?

– სალომემ არ გააკეთა ის, რაც იყო მოსახლეობის  დაკვეთა. პირველი, პროკურატურის დეპოლიტიზაცია. პროკურატურა უნდა გაუქმდეს და დაბრუნდეს სასამართლოს შემადგენლობაში. შევარდნაძის დროს მივაღწიეთ ომით და ბრძოლით, რომ პროკურატურა სასამართლოს შემადგენლობაში შევიდა და მერე „ნაცებმა“ გამოიყვანეს, ისევ ცალკე, მონსტრ სტრუქტურად აქციეს. დღეს „ნაცები“ იძახიან, პროკურატურის გაჯანსაღება გვინდაო. იყო გაჯანსაღებული და დაეტოვებინათ, რატომ შეცვალეს ყველაფერი?  მოჭიდავეების ცნობილი საქმე ხომ გახსოვს, 2005 წელი იყო? მაშინ, ერთ–ერთ ბრალდებულს მოსამართლემ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობის ნაცვლად, რასაც პროკურატურა ითხოვდა, 1 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.  ეს მოსამართლე წაიყვანეს პოლიციაში და სცემეს. სააკაშვილი ძალადობდა მოსამართლეებზე, მოვიდა ივანიშვილი, შევცვლი სასამართლო სისტემასო და დატოვა ძველი მოსამართლეები. მაშინ ვხვდებოდი, რომ ასე მოხდებოდა, დანაშაულში ეჭვმიტანილ მოსამართლეებს გვინიშნავენ–მეთქი. იუსტიციის საბჭოსთან  აქციებს ვმართავდი, კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე და მანანა ნაჭყებია მოდიოდნენ იმ აქციებზე, სხვა პოლიტიკოსებიდან არავინ მინახავს. ერთი 50 კაცი ვიკრიბებოდით, მეტი არა. პროკურატურის დაბრუნება სასამართლო სისტემაში მოხდენდა პროკურატურის, როგორც პოლიტიკური მართვის ორგანოს განეიტრალება. გამოძიების უფლება ჩამოერთმეოდა და იქნებოდა ბრალდების დეპარტამენტი, რომელიც  მხოლოდ ბრალდებას დაუჭერდა მხარს სასამართლოში. ეს პირობა არ არის ქარტიაში. მეორე, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეიქმნას ერთიანი საგამოძიები სტრუქტურა, პროკურატურას, პოლიციას, ფინანსურ პოლიციას უნდა ჩამოერთვათ გამოძიების უფლება და ეს ახალი სტრუქტურა გამოიძიებს დანაშაულს. ამ ბიურო ხელმძღვანელი უნდა აირჩიოს ხალხმა.  ვიდრე ეს არ მოხდება, ჩვენ თავისუფალი სასამართლოც ვერ გვექნება. ვიდრე პროკურატურას უფლება ექნება, მოსამართლის წინაღდეგ  სისხლის სამართლებრიცი დევნა დაიწყოს, მოსამართლეები ვერ იქნებიან თავისუფლები, მათი უმრავლესობა ვერ წავა პროკურატურის წინააღმდეგ, პროკურორების დაკვეთას შეასრულებენ. ეს დამოუკიდებელი საგამოძიებო ბიურო თუ შეიქმნება, ერთ 5 წელიწადში საქართვეელოში მოკვდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. ეს საკითხი  ძალიან ზოგადად ახსენა სალომე  ზურაბიშვილმა, მეტი მკაფიოობაა აქ საჭირო. მესამე, უნდა გაუქმდეს სასამართლოს თავმჯდომარეების  პოსტი, რაც კლანურ მმართველობას მოსპობს სასამართლო სისტემაში.  მეოთხე–ხალხმა უნდა აირჩიოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. სალომე რას გვეუბნება, უყურე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტმა უნდა აირჩიოსო და ჰგონია, კარგს აკეთებს. ახლა ირჩევს იუსტიციის საბჭო და სალომეს მთლად პოლიტიკური დაქვემდემდებარებაში გადაჰყავს უზენაესი მოსამართლე.  ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო, ეგრე გამოდის. ეს თუ გაკეთდა, იქნება მიუტევებელი შეცდომა. უზესაესი მოსამართლე უნდა აირჩიოს ხალხმა და არც ერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ, პოლიტიკური იქნება ეს თუ არაპოლიტიკური.

– ვინც უვადო მოსამართლეებად დანიშნეს და მათ შორის მრავლად არიან სხვა და სხვა დანაშაულში ეჭვიტანილნი, პროკურატურის დაკვეთის შემსრულებელი მოსამართლეები, უპრიანი არ იქნება, შეუწყდეთ უვადო მოსამართლეობა? ყველას შეუწყდეს და მერე ხელხლა ის  დანიშნონ, ვინც იმსახურებს?

– საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ერთადერთი ქვეყანა იყო ჩეხეთი, სადაც ყველა პოლიციელს, პროკურორს და მოსამართლეს აურძალეს მუშაობა, ყველა გაყარეს, ვინც რეჟიმს ემსახურებოდა. სხვაგან ეს ვერ გააკეთეს, ძნელია. ძალდობით არ შეიძლება კანონის განხორციელება. უნდა დარჩნენ უვადოდ დანიშნული მოსამართლები, მათ უნდა მოეხსნათ პოლიტიკური წნეხი, უნდა მოისპოს სასამართლო კლანი და მერე  მათ ვერვინ დაავალდებულებს, რომ ესა თუ ის განაჩენი გამოტანეთთო. მათ მოსამართლეობა რომ შეუწყვიტო, ეს სასამართლო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს, ისედაც ცოტანი არიან და იმიტომ არის, თითო მოსამართლეს 100 საქმე რომ აწერია და საქმეების განხილვა თვეობით კი არა, წლობით გრძელდება. იმ მოსამართლეებს, ვინც გვყავს, ერთი მაგდენიც უნდა დაუმატო, რომ ეს მძიმე ვითარება გამოსწორდეს. ახალი მოსამართლეები უნდა შეარჩიოს იუსტიციის საბჭომ, ოღონდ საბჭოში უნდა  გაზარდო  საზოგადოების წარმომადგენელთა, არამოსამართლე წევრთა რაოდენობა და ისინი წევრ მოსამართლებზე მეტნი უნდა იყვნენ. ეს ქარტია არის  სასაცილო დოკუმენტი. ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ვარ, წლები ვიბრძოდი სასამართლოს და სერთოდ, მართლმსაჯულების გაჯანსაღებისთვის და კარგად ვიცი, რას ვამბობ და რისი გაკეთებაა საჭირო.  ასევე, უნდა ავირჩიოთ იმ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, რომელთაც ექნებათ უფლება პროკურორებისა და მოსამართლეების წინააღდეგ გამოძიების დაწყებისა. ეს ყველაფერი თუ გაკეთდა, ჩვენ ვიქნებით იდეალურთან მიახლოებული სახელმწიფო.  ეს უნდა ეთქვა სალომეს, რომ მისთვის დამეჯერებინა. 10 წელი ვიდექი ქუჩაში მართლმსაჯულების ნორმალური რეფორემების გატარების, მოსამართლეთა თავისუფლების მოთხოვნით და სალომე ზურაბიშვილი იქ არ მინახავს. მაშინ სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილთან დადიოდა შეხვედრებზე, რომ მისი კეთილგანწყობა მოეპოვებინა, რათა ჯერ დეპუტატი გამხდარიყო და მერე პრეზიდენტი.

თეგები: ზაზა ხატიაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved