ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
„საკუთარი კრედიტის გადახდა არ მაფრთხობს ისე, როგორც ყოველი თვის დასაწყისი როცა უნდა გთხოვოთ პატიმრების თანხა.
ეს დღეც დადგა და დღევანდელი მონაცემებით დაგვემატა სამი პატიმარი.
1. ზვიად რატიანი
2. ნინო დათაშვილი
3. დენის კულინი, რომელსაც უკვე მიუსაჯეს.
ამ მონაცემებით გვყავს 44 პატიმარი.
პრიორიტეტია პატიმრების ბარათების შევსება. თუ დაგვრჩება ნაშთი გადავანაწილებთ იმ ოჯახებზე, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ.
ვაგროვებთ, 31 ათას ლარს.
გთხოვთ, დამეხმარეთ პოსტის გაზიარებაში“.
კომენტარები