• რეკლამა
  • კონტაქტი
08:29, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საკუთარი ბინძური პროპაგანდის აგება უნდათ ამ ბინძურ მასალებზე” – გიგა ბოკერია ფარულ ჩანაწერებზე

ალია ავტორი - ალია
11:58 09-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

“საკუთარი ბინძური პროპაგანდის აგება უნდათ ამ ბინძურ მასალებზე. ეს არის ის, რითიც ისინი მართავენ ქვეყანას,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც სავარაუდოდ უკანონო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლება ებრძვის არა პუტინის რუსეთს, არამედ საზოგადოების კონტროლისთვის იყენებს სპეცსამსახურებს.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, სრულიად არასერიოზულია ლილუაშვილის განცხადება, რომ გადადგომას არ აპირებს.„ჩვენ ვნახეთ მათი უტიფარი რიტორიკა, როცა აღშფოთება გამოხატეს ამაზე თუ როგორ გაჟონა და მოღალატეების ძებნა დაიწყეს. ახლა ვხედავთ, რომ საკუთარი ბინძური პროპაგანდის აგება უნდათ ამ ბინძურ მასალებზე. ეს არის ის, რითიც ისინი მართავენ ქვეყანას. ამ მასალებმა, თუკი საბოლოოდ დადასტურდება ავთენტურობა და ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ავთენტურია, დაადასტურა უმძიმესი სურათი, რაც ვიცოდით, რომ ჩვენი ხელისუფლება და სპეცსამსახურები ებრძვის არა ჩვენი ქვეყნის მტერს – პუტინის რუსეთს და მათ ჯაშუშებს, არა ორგანიზებულ დანაშაულს ან შავრაზმულ ჯგუფებს, რომლებიც გადაბმულნი არიან გარე მტერთან, არა – უბრალოდ აკონტროლებს საზოგადოების ყველა შრეს და ყველაზე უფრო შავ-ბნელი განწყობილებების კონტროლით და გამოყენებით სურს ძალაუფლების შენარჩუნება. ამ მასალებით ისიც ირკვევა, რომ სადაც მართლა ლეგიტიმური საფრთხე იკვეთება პუტინის რუსეთთან ჯაშუშური კავშირის, იმის გამოკვლევა არც აინტერესებთ“, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved