• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საკუთარ თავს რომ ვუყურებ, ძალიან ამაყი ვარ!” – რას წერდა 32 წლის ქალი, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე?

ალია ავტორი - ალია
15:56 10-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

კორონავირუსით გარდაცვლილი 32 წლის თათია ხურციძე, ქუთაისის სასტუმრო CASA CALDA-ს დამფუძნებელი იყო.

თათიას შესახებ ინფორმაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფონდის ოფიციალურ გვერდზეც გვხვდება. ის მკითხველს საკუთარ ისტორიას თავად უზიარებდა. პოსტი სოციალურ ქსელში ორი კვირის წინ, 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

„15 წლიდან ვმუშაობ, თუმცა ყოველთვის სამოქალაქო სექტორში ვსაქმიანობდი და არასდროს წარმომედგინა, საკუთარი ბიზნესი მქონოდა.

ბოლო წლებში ჩემი ქალაქი ტურისტულად განსაკუთრებით მიმზიდველ ადგილად იქცა. ქუთაისის ირგვლივ უამრავი ღირსშესანიშნაობაა, აეროპორტმა კი მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.

ამ გარემოებებმა საკუთარი სასტუმროს გახსნაზე დამაფიქრა. მქონდა სახლი, რომელიც იდეის რეალიზების შესაძლებლობას მაძლევდა, თუმცა ბევრს ვყოყმანობდი. არ ვიცოდი, ღირდა თუ არა დაწყება, რამდენად გაამართლებდა ის, ან ბიზნესს თავს როგორ გავართმევდი, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე, ჩანაფიქრი რეალობად მექცია.

ჩემს ცხოვრებას ახლა სულ სხვა მუხტი აქვს. ვხვდები, რომ ამ გადაწყვეტილებით დიდი ნაბიჯი გადავდგი:

ვმართავ ბიზნესს, რომელიც მომგებიანია. ტურისტები რეკლამის გარეშე მოდიან ჩემთან და ვფიქრობ, ეს დიდი კონკურენციის პირობებში ახალბედა სასტუმროსთვის უკვე წარმატებაა.

ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ბიზნესის წარმოება ძალიან გცვლის:

გადაწყვეტილებებს თავად იღებ, შინაგანად კიდევ უფრო იხსნები და ხვდები, რომ სრულიად განსხვავებული შესაძლებლობები გიჩნდება.

საკუთარ თავს რომ ვუყურებ, ძალიან ამაყი ვარ, თუმცა ვიცი, კიდევ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია.

მინდა ეზოში მარანი გავაკეთო, დეგუსტაციები მოვაწყო და ღვინის ტურიზმი განვავითარო. მიღწეულზე გაჩერება არ მიყვარს. ყოველდღე ვკითხულობ, სიახლეებს ვიძიებ, რომ ინოვაციები დავნერგო“

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved