ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც საარჩევნო ბარიერის 3 პროცენტამდე დაწევასა და ფრაქციის დაკომპლექტების წესის ცვლილებას გულისხმობს, დღეს ბიუროს სხდომაზე იქნება განხილული.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს მცირე ელექტორატის მქონე პარტიებს პარლამენტში მოსახვედრად. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა მიეცემათ მინიმუმ ოთხი დეპუტატის შეკრების შემთხვევაში, შექმნან ფრაქცია.
მათი თქმით, ეს ცვლილებები ქართული დემოკრატიის განვითარებას და ევროპული ხარისხით არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.
კომენტარები