• რეკლამა
  • კონტაქტი
07:02, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით “ოცნების” განახლებული სარჩელი დაარეგისტრირა

ალია ავტორი - ალია
18:44 04-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,961

საკონსტიტუციო სასამართლომ “ქართული ოცნების” განახლებული სარჩელი დაარეგისტრირა, რომელშიც ასაკრძალი პარტიების სიას “ფედერალისტები” დაემატა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 2 მარტს შეიქმნა “ოპოზიციური ალიანსი”, რომელშიც შემავალი “პოლიტიკური პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს და ერთიან პოლიტიკურ პოზიციას და გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები”. 

სავარაუდოდ, პარტია “ფედერალისტების” სიაში დამატება, სწორედ “ოპოზიციურ ალიანსში” გაწევრიანებამ გამოიწვია.

ზემოაღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები:

აღნიშნული პოლიტიკური პარტიები საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებში (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში) წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ. ამის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი მკაფიო მაგალითია აღნიშნული პოლიტიკური პარტიების მიერ 2026 წლის 2 მარტს „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნა „ერთობლივი მუშაობისთვის საერთო მიზნების მისაღწევად“. ამ ალიანსის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია აღნიშნული პოლიტიკური პარტიების „სტრატეგიულ ერთიანობის“ ხელშეწყობა, ხოლო მისი ერთ-ერთი დეკლარირებული სტრატეგიული პრინციპია არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის უარყოფა. ამრიგად, ეს პოლიტიკური პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს და ერთიან პოლიტიკურ პოზიციას და გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები, მათ შორის, მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა. მეტიც, მათ მთელი რიგი არაკონსტიტუციური ქმედებები უკვე განახორციელეს, რაც ნათლად დასტურდება ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი ფაქტებითა და მტკიცებულებებით,” – წერია განახლებულ სარჩელში. 

ამასთან, სარჩელში აღნიშნულია, რომ “ოპოზიციურ ალიანსში” შემავალი სხვა პარტიების “არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ”.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია − დროა“, „კი ევროპას − სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „გირჩი − მეტი თავისუფლება“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამასთანავე, მათი ნაწილი ფაქტობრივად ამ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაშია, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ,” – ნათქვამია სარჩელში. 

ცნობისთვის, შეტანილი სარჩელით “ქართული ოცნება” შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

  • “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა”;
  • “კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა”;
  • “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”;
  • “ფედერალისტური პარტია”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved