ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და კვლევისთვის სინჯებს იღებენ. სასამართლოს ცნობით, დაცვის წევრი გარე პერიმეტრს იცავდა და მას საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.
არსებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელი დედისგან დაინფიცირდა, რომელიც საკონდიტრო საწარმო „დონაში“ იმყოფებოდა.
კომენტარები