• რეკლამა
  • კონტაქტი
18:32, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, საკონსტიტუციო სამართლის ცოდნა და გნებავთ, პარტიის თავმჯდომარეობა, რატომ არის ის პრივილეგია, რომ ყველა საკითხზე ჭკუა ასწავლოს და დაარიგო ერი?” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
02:21 01-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
193

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:

,,ორი სიტყვა ირაკლი კობახიძის პოსტზე…
არსებობს საკითხები, სადაც უმჯობესია საკუთარი პოლიტიკური თუ პოლიტიკურ-მერკანტილური მოსაზრებები არ გაახმოვანო. არ გაახმოვანო მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური ოპონენტი გძულს ან საკუთარი ერთგულება გსურს დაუმტკიცო “ვიღაცას”.
ერთი ის რომ – შობა კათოლიკური ან მართლმადიდებლური არ არსებობს;
მეორე ის რომ – ქრისტიანული სამყარო, მათ შორის 11 მართლმადიდებელი ეკლესია (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის, ამერიკის, უკრაინის) შობას 25 დეკემბერს (ახალი სტილით) ეგებება. 2021 წელს იერუსალიმის პატრიარქმა მრევლს უფლება დართო შობა 25 დეკემბერს (ახალი სტილით) იზეიმონ. ეს ეკლესიები და მათი მრევლი “უღმერთოები” არიან? “გამორჩეული ეკლესიები არ არსებობს. რწმენა სხვა განზომილებაა და მანდ ირაკლი კობახიძე კი არა ვერც ერთი სულიერი ვერ დაადგენს წესებსა და საზღვრებს.
ირაკლი კობახიძისთვის და ვითომ ქართული ეკლესიის მსგავსი გულშემატკივრებისთვის ქვემოთ მოვყვები იმას, რასაც წლიდან წლამდე ვიმეორებ:
ახალი სტილის კალენდარი ჩვენს ეკლესიაში ორჯერ, 1923-1925 და 1927-1928 წლებში მოქმედებდა. მაგრამ მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ახალ საეკლესიო კალენდარზე გადასვლა ვერ მოხერხდა. მისი მოქმედება დროებით (!) შეჩერებულია დღემდე. ცალკე საკითხია, რომ ეს “დროებით” ჩვენს საპატრიარქოში და სინოდის წევრების უმეტესობას არ ახსოვთ.
ნიშანდობლივია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, წმინდა სინოდის 1927 წლის 12 ოქტომბრის განჩინება ახალ სტილთან დაკავშირებით:
“ჩვენ, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი მღვდელმთავარნი, მოვუწოდებთ ჩვენს სამწყსოს და სულიერ შვილთა, გულდამშვიდებით მიიღონ ეს განკარგულება ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ, რადგან ახალი სტილის კალენდარი უფრო შეუმცდარად აღნიშნავს დღესასწაულებისთვის მიჩენილ დროს, ვიდრე ძველი კალენდარი, რომელიც მეცნიერთა გამოკვლევით, ჩამორჩენილია ნამდვილს წელიწადსა და ცამეტის დღით. ზემოხსენებულს დავსძენთ მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) პატრიარქის, ბასილის სიტყვებს: “მართლმადიდებელთათვის დიდად გამოსადეგი, სასარგებლო და აუცილებელია შეთანხმება საეკლესიო კალენდრისა ახალ კალენდართან, რომელიც უკვე ხმარებაშია სამოქალაქო საჭიროებისთვის. მხოლოდ ხელუხლებლად უნდა დარჩეს კანონიკური დადგენილებანი წმ. პასექის დღესასწაულობის შესახებ”.
ახლა რა მაინტერესებს ხვდებით? საკონსტიტუციო სამართლის ცოდნა და გნებავთ, პარტიის თავმჯდომარეობა, რატომ არის ის პრივილეგია, რომ ყველა საკითხზე ჭკუა ასწავლოს და დაარიგო ერი?
და ყველაზე მთავარი – რატომ აქვთ ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველა დროში იმის ამბიცია, რომ ხალხს უმტკიცონ საკუთარი გამორჩეული დამოკიდებულება ღმერთის, რწმენისა და “დედა ეკლესიის” მიმართ?”

თეგები: გოჩა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved