• რეკლამა
  • კონტაქტი
02:26, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, საკითხი ისე კი არ დგას, გვაქვს თუ არა კიდევ შანსი?” – გიორგი გახარია

ალია ავტორი - ალია
15:56 05-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
853

პარტია ,,საქართველოსთვის” დამფუძნებლი, გიორგი გახარია, რომელიც უსაფრთხოების კონფერენციაზე  იმყოფება, აცხადებს:

,,რაშიც დავრწმუნდი დღეს აქ, და ბოლო პერიოდში ევროპაში შეხვედრების შედეგად, გახლავთ ის, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, საერთოდ არაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. უბრალოდ რომ გაჩერებულიყვნენ, არაფერი რომ არ ექნათ, საქართველოს დღეს ექნებოდა გარანტირებული ევროპული მომავალი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად…

რამდენიმე დღის წინ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის არჩევის წესი შეცვალა და დარწმუნებული ვარ, ასეთ იდიოტურ ნაბიჯებს კიდევ გააგრძელებენ, საქართველოს ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად და ხელოვნურად აყენებენ კითხვისნიშნის ქვეშ. ჩვენი მეგობრები ვერ ხვდებიან, საქართველოს მთავრობა რატომ იქცევა ასე, ვერ ხვდებიან, სად დაუშვეს მათ შეცდომა, რა არის ამის მიზეზი და ა.შ… რა თქმა უნდა, მე როგორც საქართველოს მოქალაქე და ქართველი ვერ ავუხსნი და ვერ ვეტყვი ასე ღიად და პირდაპირ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ძალაუფლება როგორმე შეინარჩუნოს და ქოლცენტრებში მოპარული ფული რომ შეინარჩუნოს და რეალურად რომ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოს მოქალაქეები და მათი ევროპული მომავალი.

ამის თქმა აქ ნუ უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და ეს ის პასუხისმგებლობაა, რომლითაც ჩვენ ხვალიდან უნდა ვიმოქმედოთ საქართველოში, იმისთვის რომ ქვეყნის ევროპული მომავალი გადავარჩინოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში არის შესაძლებელი რომ საქართველომ შეინარჩუნოს თავისი იდენტობა და ეს ტყუილები, რასაც ახლა გვიყვებიან, ნუ უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და ჩვენი ისტორია ყოველთვის გვაჩვენებდა იმას, სად, როდის და ვისთან ერთად იყო ყველაზე უფრო დაჩაგრული ქართული ენა, ქართული ეკლესია, ქართული კულტურა, ქართული იდენტობა და სად მუშაობს კულტურული მრავალფეროვნება.ეს ჩვენ თუ არ დავინახეთ და არ გავითვალისწინეთ, მთელი ეს ეპოქა, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ იქნება ფუჭად დახარჯული დრო და ეს იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების წინაშე, რომლებიც ამ კითხვებს დაგვისვამენ და ყველას უნდა ესმოდეს, რომ კორუფციულ ფულზე გაცვლილი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თუ არ ვიმოქმედეთ, ყველას წარგვიდგენენ. ჩვენ თუ გვინდათ გადავარჩინოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი რელიგია, ჩვენი კულტურა, ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები რომ იყვნენ კონკურენტულები თანამედროვე სამყაროში, ერთადერთი გამოსავალი არის ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა. ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენი ხანდაზმულები იყვნენ დაცულები, ჩვენი ბავშვები იყვნენ ჯანმრთელები, ნორმალური ხელფასები, ნორმალური პენსიები, ნორმალური გარემო, სამართლიანობა და არა ის ცირკი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება გვთავაზობს როგორც რაღაც მიღწევებს, რა თქმა უნდა, ევროპა არის ერთადერთი გამოსავალი. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ჩვენ თუ გვინდა, რომ თითოეულ ქართველს, არჩევანის უფლება არ წაგვართვან, რასაც ახლა აპირებენ, სხვათაშორის, ესეც რა თქმა უნდა, ევროპულ სივრცეშია შესაძლებელი, აბა სადმე გაგიგიათ, სამართლიანი არჩევნები რუსეთში? დღეს რასაც აკეთებს საქართველოს მთავრობა, მათ უნდათ რომ 2024 წელს ჩაგვიტარონ რუსული არჩევნები. საკითხი ისე კი არ დგას, გვაქვს თუ არა კიდევ შანსი? შანსი, რა თქმა უნდა, გვაქვს და რა თქმა უნდა ამას მივაღწევთ, ჩვენ დავიცავთ ევროპულ მომავალს, არჩევანზეც აღარაა, ჩვენ უკვე სხვა გზა აღარ გვაქვს”

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved