კორუფციულ სკანდალში მხილებული გორის მერი, კოტე თავზარაშვილი საჯაროდ ისევ არ ჩნდება. კოტე თავზარაშვილს “პირველების” გადამღები ჯგუფი დილიდან სამსახურში ეძებს.ოპოზიცია გორის მერის გადადგომას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
უნდა დადგეს კოტე თავზარაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. უნდა დაიწყოს შსს-მ მის წინააღმდეგ გამოძიება. იმის პასუხისმგებლობაც არ აქვს, რომ თავის მოქალაქეებს აუხსნას ეს სიტუაცია”, – ამბობს ოპოზიციის წევრი.
შეგახსენებთ, რომ გორის მერმა ქალაქში დასაგები ფილები სახლში წაიღო. “ტვ პირველს” წყარო უყვება, რომ კოტე თავზარაშვილს ტროტუარებისთვის განკუთვნილი ფილები ეზოში აქვს გადამალული.
კომენტარები