პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ნეტა რამე ბიზნესი მქონდეს, ვმუშაობდე და დაეხურათ კარანტინისთვის. დღეს ბათუმის ფიტნესცენტრი მარტო არ იქნებოდა.
დღეს რა შემიძლია? გავიდე გარეთ საღამოს 9 საათის მერე და ვისეირნო პროტესტის ნიშნად? ეს არ უშველის საბოლოოდ დასაქცევად განწირულ ეკონომიკას.
რა გჭირთ კერძო საქმიანობით დაკავებულებო, ბიზნესმენებო?! ოპოზიციას ელოდებით?
სახლში რომ შემოგივარდნენ ცოლ–შვილის დასა@@ნავად, მაშინაც ოპოზიციას დაელოდებით?!
თავმოყვარეობაზე არაფერს ვამბობ, პრაგმატულად მაინც იფიქრეთ რომ ეს მორჩილება თქვენი დასასრულიცაა!
ამოვიღოთ ხმა ხალხო! ოფიციალურად გამოაცხადეს რომ გვანადგურებენ!
როდემდე ვიცხოვროთ ასე – ხალხი ოპოზიციის და ოპოზიცია ხალხის მოლოდინში?!
სადაა დაუმორჩილებლობა ამაყო ქართველებო?!
გავინძრეთ სანამ გვიან არ არის!”
კომენტარები