• რეკლამა
  • კონტაქტი
22:25, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სახლში მოვარდნას ერთადერთი დატვირთვა აქვს – ჩემი 12 წლის შვილი!!! რომელიც მისდაუნებურად ამ ძალადობრივი აქტივიზმის მსხვერპლი შეიძლება გახდეს“ – რას აქვეყნებს ნინო წილოსანი

ალია ავტორი - ალია
16:07 05-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
375
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში სქრინშოტს აქვეყნებს და წერს:
„ბოდიში ? თვალისმომჭრელი ფერადი ფოტოთი ვერ ვამდიდრებ პოსტს და თქვენთვის ჩვეული ვიზუალური ეფექტის ნაცვლად წაკითხვას საჭიროებს, ისევე როგორც კანონი…
ამ ყველაფერში რაიმე პოზიტიური თუ უნდა დავინახოთ, ის არის რომ ვვარჯიშობ და ჯანსაღი ცხოვრების წესს ვეწევი ?
და კიდევ ის რომ ოკტოპუსი ძალიან მაგარი სავარჯიშო დარბაზია
ახლა კი, ამ პოსტის ძალადობრივ მხარეზე ვისაუბროთ ??
უპირველეს ყოვლისა, წმინდად ადამიანური გადმოსახედიდან ეს პოსტი პირდაპირ ფაშისტურია ❌❌❌ ცარცით ხომ არ მონიშნავდი ჩემს სახლს და შემდეგ გაზის კამერაში ამომხუთავდით?! სამწუხაროდ, როგორც ვაკვირდები, მათ ყველაზე რადიკალურ აქტივისტებს საშუალება რომ მისცე, დიდი სიამოვნებით იზამდნენ ასე ?
⁠
მეორე, სახლში მოვარდნას ერთადერთი დატვირთვა აქვს – ჩემი 12 წლის შვილი!!! რომელიც მისდაუნებურად ამ ძალადობრივი აქტივიზმის მსხვერპლი შეიძლება გახდეს. სამწუხაროდ, ბავშვის ამ ფორმით წამების ობიექტებად ქცევა, ამ აქტივისტებისთვის და როგორც ჩანს , აქციაზე მდგომი ადამიანებისთვისაც მისაღებია ? დიდი ალბათობით ამ ჩემს პოსტს ჩემი შვილიც წაიკითხავს, მე კი ყველანაირად შევეცდები ავუხსნა რომ ასეთი ნაძირალების არ უნდა ეშინოდეს და რომ ასეთი სადისტი ადამიანები არიან და იქნებიან, თუმცა მათ არასდროს არ უნდა მიეცეთ გამარჯვების საშუალება ❌❌❌
⁠მოდით ახლა სამართლებრივად შევხედოთ – ეს არის ტიპური ადევნება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. მათ, ვისაც ამის შესახებ ინფორმაცია არ გაქვთ, გირჩევთ წაიკითხოთ 151 პრიმა მუხლი, რადგან შემთხვევით ჯგუფური თავდასხმის მონაწილენი არ გახდეთ
აქვე, იმ დონორების საყურადღებოდ მინდა დავწერო, რომლებიც ადამიანის უფლებებზე და ქალთა გაძლიერებაზე აქტივიზმს დააფინანსებთ, იცოდეთ, რომ ისინი ამ ყველაფერს სწორედ, რომ ქალი პოლიტიკოსების დასაშინებლად და შესავიწროებლად იყენებენ. ახლა არ დაიწყოთ თავის მართლება მარი ნაკანს არ ვაფინანსებთო – მარი ნაკანმა უბრალოდ წესები არ იცის და დაპოსტა, თორემ ყველა ის აქტივისტი, ვინც ამ დღეების განმავლობაში რადიკალისტობს, ზუსტად მარი ნაკანის მსგავს ქმედებებს ახორციელებს, ოღონდ შეფარულად
? და რადგან ⁠ადევნების მიზანია, რომ ადამიანს აიძულოს ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეცვალოს. მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ მეშინია, მოძალადეს ნამდვილად ვერ დავუკმაყოფილებ თავის ამაზრზენ მიზნებს. ხვალ ვაპირებ სავარჯიშოდ მისვლას. მარი ნაკანს კი მინდა შევთავაზო, ამ აგრესიის ნაცვლად აჯობებს ივარჯიშოს , იქნებ ამ ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლებაში დაეხმაროს ?
და ბოლოს, ამ სქრინშივე ჩანს ერთი კომენტარი, (შესაძლოა სხვა მსგავსი კომენტარების ბევრი იყოს) სადაც ადამიანი გულწრფელად ეუბნება, რამდენად მიუღებელია ფაშისტური ქცევა..
ჰოდა საბედნიეროდ ზუსტად ვიცი რომ გაცილებით მეტი ადამიანია ჩვენ გარშემო, ვინც ადამიანურ სახეს არ კარგავს, კაციჭამიად არ გადაიქცევა და დარჩება ბოლომდე ადამიანად ??“
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
თეგები: ნინო წილოსანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved