• რეკლამა
  • კონტაქტი
12:09, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახლის მეპატრონეს, სადაც სააკაშვილი დააკავეს, შესაძლოა, ბრალდება დაუმძიმდეს

ალია ავტორი - ალია
14:26 10-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, შესაძლოა, შესაძლოა, ბრალი 344-ე მუხლით დაუმძიმდეს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს. ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საზღვარზე უკანონო შემოყვანის ფაქტზეც დაიწყო და ამ ეტაპზე მტკიცებულებების მოპოვება მიმდინარეობს. მისი თქმით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძებნილი იყო, თუმცა სამართალდამცავ უწყებებს არ შეატყობინა.

„ელგუჯა ცომაიას წაყენებული აქვს ბრალი 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვას. სასამართლოს მიმართა ბრალდების მხარემ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ არსებობს ამის საკმარისი საფუძველი. ასევე, დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას. მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება და არ არის გამორიცხული ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას დაუმძიმდეს ბრალი ამ კუთხით. 

ელგუჯა ცომაიას მიმართ გამოიხატა აქტიური ხელშეწყობა ძებნილი მსჯავრდებულის სათანადო პირობების შექმნაში. იცოდა, რომ სააკაშვილი იყო ძებნილი და მიუხედავად აღნიშნულისა, არ შეატყობინა სამართალდამცველებს. აბსოლუტურად არასწორია ადვოკატების ინტერპრეტაცია, როდესაც ამბობენ, რომ დანაშაულის დაფარვა იგულისხმება და არა დამნაშავის დაფარვა. ყველა იურისტმა იცის, რომ დანაშაულის დაფარვაში ასევე მოიაზრება ძებნილისთვის სათანადო პირობების შექმნა”, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved