• რეკლამა
  • კონტაქტი
03:42, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სახელმწიფოს არ გადაგატრიალებინებთ ვიღაც ნარკომანის გამო, რომელიც ზედოზირებით მოკვდა – ეს არის ის მესიჯი” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
02:56 07-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:

“მურტალოს” მურტალი ფილოსოფია

საინტერესო იქნებოდა ქართული ექსპერტიზის დასკვნის წაკითხვა, თუ როგორ დაადგინეს გვამის გაკვეთით ნარკოტიკული ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილი. დარწმუნებული ვარ, ჩვეული “პროფესიონალიზმით” იქნება შედგენილი.
ასევე ნარკანით “რეანიმაციის” პიკანტური წვრილმანებიც; მაგრამ …
მაგრამ ამ კამათში ჩარევა სრული უაზრობაა. უაზრობაა თუნდაც იმიტომ, რომ ეს სცენარები უაზრო კამათის გასახურებლადაა შექმნილი; კამათის, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება; ქართული საზოგადოების “საკონტროლო პაკეტს” მიაწოდონ მოხერხებულად შექმნილი “საფუძვლიანი ეჭვი” მსხვერპლის შესახებ; ეჭვი, რომლითაც “პაკეტი” სინდისს დაიცხრობს და თავს დაირწმუნებს, რომ უდანაშაულო ოპერატორი სადისტური ძალადობის მსხვერპლი კი არ გახდა, რომელზეც პასუხისმგებელი მის მიერ არჩეული მთავრობაა, არამედ მან პრაქტიკულად თავი მოიკლა.
მურტალოს ცნობილი ცინიკური ფილოსოფიაა: – ყველა კაცი თავად იკლავს თავს -.
მარტივი და ბოროტი ტაქტიკა. წმინდა მილიციურ-“ნასედკური”; ციხეებში აპრობირებული. დამნაშავედ თავად მსხვერპლი გამოჰყავთ. არავითარი აზრი არა აქვს საფუძვლიან კამათს იმის შესახებ, რომ თავის ( და არამარტო ) არეში უმძიმესი ტრავმებით დაზიანებული ადამიანი რამდენიმე დღის შემდეგაც შეიძლება მოულოდნელად გარდაიცვალოს უამრავი სახიფათო მიზეზის გამო; არც იმის შესახებ, რომ ცხედარის ბარბაროსულად გატაცება და არაბუნებრივი სისწრაფით ჩატარებული “ექსპერტიზა” თავისთავად ქმნის საფუძვლიან ეჭვს; მთავარი კამათის წამოწყებაა; კამათის, რომელსაც ოფიციალურ სამთავრობო მედიაში მოხერხებულად წარმართავენ პროფესიონალი აფერისტები და დემაგოგები, ხოლო სოცქსელებში კი გაწვრთვნილი “ნასედკები”, რომლებსაც პოლიტკორექტულად ტროლ-ბოტებს უწოდებენ.
ზუსტად ანალოგიური მეთოდიკით წარიმართა ყველა გახმაურებული მკვლელობის საქმე. საზოგადოებაში მიმდინარე პროტესტი უსასრულო კამათში გადაიზარდა და საბოლოოდ როგორ დასრულდა, ვერც კი გავიგეთ.

  • სახელმწიფოს არ გადაგატრიალებინებთ ვიღაც ნარკომანის გამო, რომელიც ზედოზირებით მოკვდა – ეს არის ის მესიჯი, ძალიან ხანმოკლე დაბნეულობის შემდეგ უცებ რომ აიტაცა “საკონტროლო პაკეტმა” და უტეხი ცინიზმით პირში ჩრის ოპონენტებს. არგუმენტები იმის შესახებ, რომ ქვეყანა პოლიციურ ჯოჯოხეთად იქცა, რომ არ არსებობს თავისუფალი სასამართლო, რომ ადამიანებს უარს ეუბნებიან კონსტიტუციით გარანტირებულ ბაზისურ უფლებებზე, რომ ქართული სახელმწიფო სეკულარიზმი ფიქციაა, რომ ფსევდორელიგიური ფანატიზმი სახელმწიფო დონეზეა წახალისებული, რომ ზიზღისა და სიძულვილის ენა რუტინულად ჟღერს უმაღლესი რანგის პოლიტიკოსთა სამეტყველო აპარატებიდან … ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. “მურტალო” ამბობს, რომ ყველა კაცი თავად იკლავს თავს; ჰოდა ლექსომაც მოიკლა და მორჩა ბაზარი.
    სცადეთ და გაიაზრეთ ეს სიდამპლე თავისი ყველა ასპექტით. სასოწარკვეთილი შეძრწუნება მოაქვს, არა? …”
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved