თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“რომ ატყდა სამთავრობო ნაცრის თავზე დაყრა სააკაშვილთან დაკავშირებით – კი მაგრამ, აქამდე რატომ არ იქნა დაპატიმრებული ეს დამნაშავე და ჩამოიყვანილი ინტერპოლის მეშვეობით?
ვინმე პასუხს აგებს საერთოდ რამეზე?
გინდაც საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული საკითხი – რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და ტერიტორიების დეოკუპაცია რატომ არის მიშვებული თვით დინებაზე?
რატომ არ ხდება საკითხის ფორსირება და მაქსიმალური ზემოქმედება ჩვენს დასავლეთელ პარტნიორების რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში?
ცოტა ხანში საერთოდ დაგვიანებული იქნება ამაზე საუბარი და ეს მხოლოდ ქვეყნის მტრებს აწყობთ.
არათუ საკითხის ფორსირება არ ხდება, არამედ სამთავრობო დონეზე ხდება სხვადასხვა რჯულის პროვოკატორების წახალისება და მათი პროვოკაციების გმირობად წარმოჩენის სამარცხვინო მცდელობები, ხოლო ვინც ამას აპროტესტებს ხდება მთელი სისტემით მათი დათრგუნვა და მიჩუმათების მცდელობა!
გასაგებია, რომ მოცემულ სიტუაციაში ეს შეუძლებელია, მაგრამ რა უშლიდა ხელს მთელი 8 წელიწადი ამის გაკეთებას?!
აი როგორც სააკაშვილის შემთხვევაში წინ დახვდა სრული უნიათობის წინ ჩვენს ქვეყანას, ისე საგარეო პოლიტიკის ამ ნაწილში სახელმწიფოს სრული უუნარობა ძალიან ძვირად დაგვიჯდება.”
კომენტარები