• რეკლამა
  • კონტაქტი
01:56, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სახელმწიფომ მოპარული 65 მილიონი ლარი აპატია” – ,, ეკლესიის მაშენებელი ოჯახი მყავს” – დიხამინჯია-წილოსანი

ალია ავტორი - ალია
14:14 04-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32,911

,,ოცნების” წევრი ნინო წილოსანი აქტივისტ ნანა დიხამინჯიას პასუხობს:

,,აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებზე ნამდვილად არ ღირდა ნანა დიხამინჯიასთვის მეპასუხა, თუმცა დღეს უკვე აუცილებლად გამოვეხმაურები მის პოსტს და დავეხმარები გარკვევაში:

როცა კითხვას სვამს თუ რა გააკეთა ჩემმა ოჯახმა, თავის „ბაბლში“ ნამდვილად ვერ მოუყვებიან, რომ ეკლესიის მაშენებელი ოჯახი მყავს. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ უფლის შეწევნით ორი ეკლესია ააშენა მამაჩემმა, ხოლო გურიაში ადამიანი არ მოიძებნება, ვინც იტყვის, რომ რაიმე სჭირდებოდა და ჩემი ოჯახი გვერდით არ დაუდგა

არ გამოვრიცხავ ნანა დიხამინჯიას მორალის ადამიანებისთვის ეკლესიის მშენებლობა, პირიქით, დანაშაულად აღიქმებოდეს, ხოლო ადამიანების დახმარება უბრალოდ ეფემერულ ქმედებად, ამიტომ სამეწარმეო საქმიანობაზეც მოვუყვები…

ჩემმა ოჯახმა, მაშინ, როცა ყველა ქარხნებს შლიდა და ყიდდა, ვაგონმშენებლობა შეუნარჩუნა საქართველოს, და ნანა დიხამინჯიას საყვარელ ნაციონალებს ორჯერ რომ არ გავეკულაკებინეთ, ორჯერ რომ არ ”აეხიათ” ქარხანა და არ გავეკოტრებინეთ, 1000 ადამიანი გვყავდა დასაქმებული საწარმოებში

ამიტომ, როცა გაკადნიერდები და კეთილსინდისიერ ადამიანებზე იკითხავ ირონიულად, მინიმუმ ის მაინც უნდა გააკეთო, რომ წინასწარ მცირედი გაიკითხო. სწორედ მის სანაცნობოში არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქონების „ახევაში“ მონაწილეობდნენ

პ.ს გარდა უმეცრებისა, თან უტიფარი მატყუარაა – არასდროს მითქვამს ევროპა და ამერიკა გვრყვნისთქო, ალბათ ქვეცნობიერად თავად ფიქრობს ამას, თორემ რატომ წამოსცდებოდა ეს ჩემზე ))

სამწუხაროდ, იმდენად უღირსი ქალია, ჩემს პირად ცხოვრებასაც კი გადასწვდა. თუმცა მოდით, ამ ნაწილს უპასუხოდ დავტოვებ“

ნანა დიხამინჯია წერდა:

,,ეს ქალი არის უმდიდრესი ოჯახიდან, რომელსაც სახელმწიფომ მოპარული 65 მილიონი ლარი აპატია და ყველაფრის უფლებას აძლევს, ტენდერები იქნება თუ სამშენებლო ნებართვები. მამაც ფულში იხრჩობა და ქმარიც, რომელსაც ფორმალურად გაეყარა ფულის დამალვის მიზნით.

უფროსი შვილი ბრიტანეთში სწავლობს უნივერსიტეტში, უკვე წლებია. მეორე შვილი 13 წლის იყო, როცა ესპანეთში გაუშვა საკალათბურთო სკოლაში და 15 წლის გადაიყვანა კალიფორნიაში, კერძო ლუთერანულ სკოლაში, შემდეგ წელს კი ასევე ქრისტიანულ კერძო სკოლაში, რომელსაც წელს ამთავრებს. ეს ყველაფერი რა ჯდება და დეპუტატის ხელფასი რომ მარტო მის ბრენდულ პიჯაკებს ეყოფა, ეგ შეგიძლიათ მარტივად დათვალოთ.

ისეთი ფარისეველია, რომ გვიმტკიცებს, ევროპა და ამერიკა გვრყვნისო და თან მაშინ უშვებს ევროპა-ამერიკაში შვილებს, როცა მათი სამოქალაქო ცნობიერება ყალიბდება, თავად კი მხოლოდ წელიწადში რამდენიმეჯერ მოახერხებს მათ ნახვას.

ძალიან გთხოვთ, ერთი ინიციატივა, ერთი სასარგებლო პროგრამა შემახსენოთ, რომელიც ან თავისი ოჯახის სახელით და ფულით, ან როგორც დეპუტატმა განახორციელა. ერთი მოქმედება შემახსენეთ, რომელიც მის პატრიოტიზმს ადასტურებს.“

თეგები: ნანა დიხამინჯიანინო წილოსანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved