• რეკლამა
  • კონტაქტი
01:42, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სახელმწიფო უნივერსიტეტები წელიწადში დაკარგავენ 80 მილიონ ლარს” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
17:31 12-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
638

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მიღების აკრძალვა უგუნური გადაწყვეტილებაა. ის დიდ ფინანსურ და საიმიჯო ზიანს აყენებს უნივერსიტეტებს.
საერთაშორისო რეიტინგებში უცხოელი სტუდენტების ყოლას მნიშვნელოვანი როლი აქვს, რადგან ეს ფაქტორი პირდაპირ გავლენას ახდენს რეიტინგის ქულებზე ისეთ პოპულარულ სისტემაში, როგორიცაა QS World University Rankings და Times Higher Education (THE) World University Rankings.
უცხოელების მონაწილეობა ასახავს უნივერსიტეტის გლობალურ მიმზიდველობას, მრავალფეროვნებას და საერთაშორისო ორიენტაციას. რეიტინგების განსაზღვრისას ამ კომპონენტის ხვედრითი წილი დაახლოებით 5 პროცენტს შეადგენს.
საქართველოში 27 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რაც საკმაოდ ბევრია. როგორც თავად მთავრობა აღიარებს, სახელმწიფო უნივერსიტეტები წელიწადში დაკარგავენ 80 მილიონ ლარს.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბიუჯეტიდან პირველკურსელთა დაფინანსება შეადგენს 50 მილიონ ლარს, ანუ თითქმის ორჯერ ნაკლებს, ვიდრე უცხოელები იხდიან. ფაქტობრივად, უცხოელი სტუდენტები აფინანსებენ ქართველ სტუდენტებს და მასწავლებლებს, რადგან მათ მიერ გადახდილი ფული მნიშვნელოვან როლს თამაშეობს შრომის ანაზღაურების ზრდისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში.
მთავრობა ამ დანაკარგის ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან აპირებს დამატებით 20 მილიონი ლარის გამოყოფას. ზიანი ორმაგი გამოდის ქვეყნის ბიუჯეტისთვისაც-შემოსავლების დაკარგვა და ხარჯების ზრდა.
აი, ასეთია ერთი მავნებლური გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი შედეგი. სხვა კუთხით განათლების “რეფორმის” ზიანი გაცილებით დიდია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved