• რეკლამა
  • კონტაქტი
10:31, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფო მილიონებს რისთვის ხარჯავს საკლუბო ფეხბურთში?.. არ ვემხრობი ჩემი გადასახადების წყალში გადაყრას! – გოგა ჩანადირი

ალია ავტორი - ალია
12:26 08-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ქართული ფეხბურთის დაფინანსების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ცოტა ცივი გონებით ვწერ, ბრაზმა გადამიაროს-მეთქი. ვერაფრით ამოვხსენი, სახელმწიფო მილიონებს რისთვის ხარჯავს საკლუბო ფეხბურთში, თუ ევროშედეგები დაფინანსებამდეც კი უარესია?

ქართული საფეხბურთო კლუბები არათუ ჯგუფურ გათამაშებაში ხვდებიან, პირველ ეტაპებსაც კი ვერ გადიან. ეს მაშინ, როდესაც ესტონეთის, გიბრალტარის, სომხეთის, მოლდოვას გუნდებმა წელს შესანიშნავი შედეგები აჩვენეს. ყველა ჩვენზე პატარა ქვეყანაა. ჩვენი ზომის ქვეყნების შედეგებზე აღარაფერს ვამბობ.

რა გახდა სწორი საკლუბო პოლიტიკის წარმართვა? რა გახდა ბიუჯეტის ფულის უფრო მიზნობრივი გამოყენება, მაგალითად ინფრასტრუქტურის, გადამზადებისა და ბავშვთა ფეხბურთის პროგრამებში?

არ ვემხრობი ჩემი გადასახადების წყალში გადაყრას, არ ვემხრობი მახინჯურად ფულის დახარჯვას, რომელიც ძირითადად ხელფასებს ხმარდება, რომელიც აზარმაცებს კლუბების მფლობელებს ან აქვეითებს უკეთესი გუნდების შექმნის მოტივაციას. გარანტირებული, მუქთა დაფინანსების დროს შრომა-თამაში ვისღა უნდა? ხოდა, რომ არავის უნდა, შედეგიც ამიტომ არ არის. ნუ დააბრალებთ ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას – ჯერ ერთი, ეს კლუბებზე ამ მილიონებიანი დაფინანსების გამი, არ აისახება და მეორეც, არანაკლები რთული მდგომარეობაა სომხეთსა და მოლდოვაში, რომელთა კლუბები ევროპაში ქართულზე უკეთესად ასპარეზობენ.

შარშანდელი და შარშანწინდელი ევროსირცხვილი არ გავითვალისწინეთ, წლევანდელისგან მაინც გამოვიტანოთ დასკვნები,“ – წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved