• რეკლამა
  • კონტაქტი
21:35, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველას გასაგონად ვწერ – ვჭამთ ერთმანეთს?” – რას წერს სოსო გოგაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:28 02-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში, წერს:

“ეს პარადოქსია, თუ ქართული ზნე? ყველას გასაგონად ვწერ და ვეცდები გასაგებად დავწერო, ზედმეტი ბარბარიზმების გარეშე და ჩემი აზრი კარგად გადმოვცე.

დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ამ 30 წელიწადში, სულ მუდამ გახლეჩილი იყო ჩვენი ქვეყანა.

ზვიადისტები-პუტჩისტები,

შევარდნაძისტები- ზვიადისტები

შევარდნაძისტები- მიშისტები

მიშისტები- გრეჩიხისტები

მიშისტები – ბიძინისტები

ბიძინისტები- მიშისტები

ბიძინისტები- მიშისტები.

……

…..

…და რა ესმით 30 წლის მანძილზე ჩვენს უცხოელ მეზობლებს, მეგობრებს, თუ მტრებს? მუდმივად ორად გაყოფილი ერთი ციდა ერი, თუმცა მდიდარი ისტორიის და ტრადიციების( რაც უცებ შეიძლება არავინ არ გაითვალისწინოს) ვდგავართ და მხოლოდ ვიგინებით, ვიგესლებით, ვიწყევლებით, ყველას მისამართით, თან იმათთან გვინდა კაცო, იმათთან…ვევედრებით, ზოგი დასავლეთს, ზოგიც ჩრდილოეთს, რომ თქვენთან გვინდა მიგვიღეთო.

ერთი მხარე აგინებს დასავლეთს, მეორე- ჩრდილოეთს. მუდმივად, 30 წელი…ყოველდღე, ყოველ წამს…

ხალხო, ჩვენ შიგნით ვართ გაყოფილები, გვძულს ერთმანეთი, ვკლავთ, ვანადგურებთ ერთმანეთს, მაგრამ მთავარი გვავიწყდება, რომ სხვისთვის და ამ შემთხვევაში დასავლეთისთვის და ჩრდილოეთისთვისაც, ჩვენ ყველა ვართ ერთი სახელმწიფოს მოქალაქები, ანუ სახელმწიფო აგინებს ყველას და ყველაფერს და თან მათთან უნდა??

ეს სადაური წესია? და როგორც ასინეთა იტყოდა: სადოური და აქოური ბატონო!

არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ამ მთელ მსოფლიოს, ერთხელაც ყველას ერთად ამოუვალთ ყელში და ჰოპ! საქართველო გადაიქცევა სირიად (ბოდიში მათთან ბატონებო) .

ერთობაოო, დასხედითოო, ამდენი ხანი ეკლესია ცალკე მოგვიწოდებს, უცხოელი მეგობრები ცალკე, მტერი ხელებს იფშვნეტს, ჩვენ რა ვერ გავიგეთ?

გაერთიანება გვინდა, აფხაზ და ოს დაძმებთან ისევ და აქ კიდევ ვიხევით შუაზე? ვჭამთ ერთმანეთს? ამის თავიც, რომ არა გვაქვს ესეც ცხადია. თორემ რა გახდა ამხენი ხანი დავჭამოთ და დავისვენოთ ჩვენც და იმათაც.

დავამთავროთ კონსტიტუციის და უზენაესი კანონის ფხრეწვა, შევიგნოთ სახელმწიფო ინეტერესები რა არის. ეროვნული ღირებულებები და ინტერესები, ხომ უცხო სიტყვათა ლექსიკონში გადავიტანეთ და იქაც არ ვკითხულობთ განმარტებას და აზრს ამისას

კარგად გადავხედოთ ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობა-

მდგომარეობას, ისტორიას… დღევანდელობას, სად გავარდა სხვა ქვეყნები….ვაქცინა ვერ გვიყიდია, რომ ვაწარმოოთ სადაა ეგ ფუფუნება, ვერ გვიყიდია!!!

სოსო მანჯავიძის სიტყვებს გამოვიყენებ: ან, ან ისტობა დაგვღუპავს ბოლომდე…ბოლომდე…”

მღვრიე წყალში ქვეყნის მტრებს თევზი არ უნდა დავაჭერინოთ! – სოსო მანჯავიძე

თეგები: სოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved