• რეკლამა
  • კონტაქტი
03:24, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საკარანტინე სივრცეში ადამიანის გარდაცვალება დანაშაულია და მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც მძიმე პირობებში ამყოფებს გამოკეტილ ადამიანებს” – სერგო ჩიხლაძე

ალია ავტორი - ალია
20:14 09-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე თელავში, საკარანტინე სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ჯანდაცვის სისტემის გაუმართავ მუშაობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს. ჩიხლაძეს მიაჩნია, რომ ეს არის დანაშაული და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომელთა უპასუხისმგებლობამ აღნიშნული ფატალური შედეგი გამოიწვია.

„საკმაოდ ბევრი ფაქტი დაგვროვდა  საკარანტინე სივრცეების  გაუმართავ მუშაობასთან დაკავშირებით, დღეს კი, უპასუხიმგებლობამ ფატალური შემთხვევაც გამოიწვია – საკარანტინე სივრცეში ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა. როდესაც სახელმწიფო კარანტინში, ფაქტობრივად, ციხის პირობებში ადამიანებს ანთავსებს, მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ელემენტარული ჯანდაცვის საჭიროებების, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათი ჯანდაცვის საჭიროების დაკმაყოფილებაზე. სამწუხაროდ, ბევრი თვითმხილველი აცხადებს, ელემენტარული ჯანდაცვის საჭიროებები ხშირად არ არის გათვალისწინებული საკარანტინე სივრცეებში, ზოგ შემთხვევაში კი, ექიმი ან ექთანი არ არის, ხოლო ზოგ შემთხვევაში როდესაც ადამიანებს  სიმპტომები აქვს, უბრალოდ ეუბნებიან, რომ დარჩი ოთახში და თუ რამე ძალიან გაგიჭირდება და „მომაკვდავი გახდები“, იმ შემთხვევაში მოვა შენთან ექიმი და სადმე გადაგიყვანთ. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და უპასუხისმგებლო მენეჯმენტი, ეს არის დანაშაული და ვფიქრობ, რომ  მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებიც  ასეთ მძიმე  პირობებში ამყოფებენ გამოკეტილ ადამიანებს. გარდა იმისა, რომ  სახელმწიფომ არ გადაამზადა პირველადი ჯანდაცვის რგოლის სამედიცინო პერსონალი, ასევე არ მოამზადა მდგომარეობა იმისთვის, რომ უსიმპტომო და მცირე სიმპტომიანი ადამიანების მკურნალობა ბინის პირობებში ყოფილიყო შესაძლებელი და  საკარანტინე სივრცეებში ათასობით ადამიანის გამომწყვდევა საჭირო აღარ გახდებოდა. სახელმწიფომ ასევე არ იზრუნა ამ ადამიანების ფუნდამენტურ უფლებაზე, რაც არის  სიცოცხლისა და ჯანდაცვის უფლება, რომელიც ირღვევა ბევრ საკარანტინე სივრცეში.

ეს არის სასწრაფოდ გამოსასწორებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მსგავსი ფატალური შემთხვევები კიდევ დაგვიდგება, რადგან სამწუხაროდ კოვიდ ინფიცირებული ადამიანების შემთხვევები მატულობს და შესაბამისად მოიმატებს საკარანტინე სივრცეებში მოთავსებული ადამიანების რაოდენობაც,“ – აცხადებს სერგო ჩიხლაძე

შეგახსენებთ, დღეს კარანტინში მყოფი 29 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved