• რეკლამა
  • კონტაქტი
03:07, შაბათი, 25 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საკანონდებლო დიქტატურა – გახარიას დატოვებული ბერკეტი ლოქდაუნისთვის ღარიბაშვილმა გადაიბარა? – “ალიას” სიმართლე და მთავრობის ტყუილი!

ალია ავტორი - ალია
17:43 12-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

“ალიამ” თავის დროზე, 2020 წელს ექსკლუზიურად მოგაწოდათ იმ კანონპროექტის დეტალები, რომელი კანონპროექტიც პრემიერმა გახარიამ თავის დროზე მოიწონა და პარლამენტს დაამტკიცებინა – მაშინ ჩვენ, იურისტებთან ერთად, პირველებმა ვთქვით, რომ იყო საკანონმდებლო დიქტატურა.

კანონს ამჯერად ისევ უნდათ გაუგრძელონ მოქმედების ვადა, ამჯერად უკვე მთელი 1 წლით, 2023 წლის 1 იანვრამდე.

მართალია, პრემიერი ღარიბაშვილი გვპირდება ლოქდაუნი და ჩაკეტვა აღარ იქნებაო, ამით, თითქოს ნიშნსაც უგებს წინა პრემიერ გახარიას, მაგრამ რეალურად, არც მას სურს დათმოს ის ბერკეტი, რომელიც ერთ საათში მისცემს ქვეყნის ჩაკეტვის საშუალებას და თან, პრინციპში, ერთპიროვნულად.

ასეა, კი, ხელისუფლებები იცვლებიან და კანონები, რომლებიც სჭირდებათ, იგივე რჩება, ხელისუფლებები იცვლებიან და ის მოსამართლეები და პროკურორებიც კი უცვლელად რჩებიან, რომლების საქმეებსაც ხელისუფლებაში მოსვლამდე აპროტესტებდნენ, ამიტომ, რა შეუშლის ღარიბაშვილს ხელს იმაში, რომ გახარიას მოწონებული კანონის მოქმედების ვადა გაზარდოს? და რაც მთავარია, ვინ შეუშლის ამაში ხელს?

2020 წელს ტყუილში გვადანაშაულებდნენ, ამ კანონს მხოლოდ რამდენიმე თვე ექნება მოქმედების ვადა და ტყუილია, რომ მის გახანგრძლივებას ისევ დააპირებს მთავრობაო – და ახლა, 2021 წლის ბოლოს, მთავრობას ამ კანონის მოქმედების ვადის 2023 წლის 1 იანვრამდე სურს გახანგრძლივება. კარგი ამბები აგვიხდებოდეს ნეტავი ასე.

რას წერდა “ალია” კანონზე 2020 წელს:

გვითხრეს, რომ ამ კანონს მხოლოდ 2020 წლის 15 ივლისამდე დატოვებდნენ ძალაში და მერე გაუქმდებოდა!

რა თქმა უნდა, ეს ვერ და არ დავიჯერეთ, მიღებული დიქტატურის გაუქმება რომელ ხელისუფლებას მოუნდება? ჩვენ ხომ დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრების უფლება მივეცით…

მაშინ “ოცნების” მხარდაჭერები წერდნენ, აიიი, მხოლოდ 2020 წლის 15 ივლისამდე მიიღეს კანონი და არ ყოფილა სამუდამო, ხომ ხედავთო…

მოახლოვდა 15 ივლისი და ხიბლშიჩავარდნილ მთავრობას მისი წლის ბოლომდე გაგრძელება სურს, მერე კიდევ ერთხელ გააგრძელებს, თავად თუ არა, სხვა მთავრობა გააგრძელებს, რომელი მთავრობა იტყვის ასეთ ბერკეტზე უარს?

ხოო, ახლა ჩუმად არიან, ახლა აღარ ამბობენ, აიი, როგორი მართალი გითქვამთ “ალია” და როგორ მოვუტყუებივართ მთავრობასო…

კანონპროექტის ავტორები კი არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

კანონპროექტის მიხედვით:

ყველა სხვა ცვლილება შედის ერთ კანონში – “კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და ეს ცვლილებებია:

განსაზღვროს იზოლაციის წესი (ვინ, სად, როდის და რამდენი ხნით განათავსოს)

საკარანტინო ღონისძიებები − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.

ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის,

პირთა მიმოსვლის,

საკუთრების,

შრომის,

პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის,

უკანონომიგრაციის/საერთაშორისო დაცვის,

ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას,

მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პირს არა აქვს მოითხოვოს ფიზიკური დასწრება პროცესზე, თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ სხდომა დისტანციურად უნდა ჩატარდეს.

ე.ი. მთავრობა აპირებს, საგანგებო მდგომარეობის გარეშე ჰქონდეს საშუალება, შეზღუდოს მიმოსვლა, გადაადგილება, საკუთრების, შრომის უფლება, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის უფლება, შეკრების უფლება და არსად, კანონში არც ერთი სიტყვით არ არის ნახსენები, რომ ამის უფლებას, მხოლოდ კოვიდ 19-ის პერიოდში იტოვებს. მართალია, ამ ცვლილებების შეტანის მიზეზად ასახელებს კოვიდს, მაგრამ კანონში არსადაა მოხსენიებული კონკრეტულად ერთი ვირუსი…

გადამდებია გრიპიც…

უამრავი გადამდები დაავადება არსებობს და როგორც უკვე გვითხრეს, გრიპით მეტი ადამიანი იღუპება წლის მანძილზე – ამიტომ, დავრჩეთ სახლში…

მართალია, კონსტიტუციით ჩვენი უფლებები და თავისუფლება დაცულია, მაგრამ ასე ყველა დიქტატორს კარგი კონსტიტუცია ჰქონდა და შემდეგ ასეთი ბრძანებულებებით ამყარებდა დიქტატურას.

კიდევ ერთი მთავარი – გამოიცანით ვინ განსაზღვრავს ამა თუ იმ წესის შემოღებას “ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით?” – მაგალითად, მიმოსვლის და შეკრების უფლების შეზღუდვას? – პრემიერი!

ერთპიროვნულად მთავრობა და მისი მეთაური განსაზღვრავს ამ კანონპროექტის მიხედვით როდის რა შეგვიზღუდოს: “კანონმდელობისგან განსხვავებულ დროებით წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.”

პრემიერი თავის მხრივ გვეუბნება, რომ ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციებით ისარგებლებს, პრემიერს რომ დამოუკიდებელ ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჰყავდეს მრჩევლად, კიდევ რაღაცის იმედი გექნებოდა. მაგრამ ორი მრჩეველი ჰყავს სულ, აქედან ერთი 1992 წლიდან სახელმწიფო სამსახურშია და მეორე 1995 წლიდანაა სახელმწიფო სამსახურში.

და ვისზე ხდება დამოკიდებული ჩვენი ბედი? სამ ადამიანზე? – გამყრელიძე, იმნაძე და პრემიერი? – მადლობა! ეს არ არის დემოკრატია. მეფესაც კი მეტი მრჩეველი ჰყავდა და ჰყავს!

რა მოსდის კონსტიტუციას? კონსტიტუციურ უფლებებს? – კონსტიტუციით არ გვეზღუდება უფლება და თავისუფლება, მაგრამ აგერ კანონით შეგვიზღუდავს – ვიჩივლებთ საკონსტიტუციო სასამართლოში? – კი, ბატონო, პროცესი წლობით გაგრძელდება, მანამდე ვირის პატრონი კი არა, ვირიც საძებნელი იქნება.

შეიძლებოდა თუ არა ერთ კანონში ამდენი ცვლილება შეეყარათ და ჯანმრთელობის შესახებ კანონით დაეწესებიათ ჩემთვის მიმოსვლის, საკუთრების, შრომის უფლების შეზღუდვა? და მოვა თუ არა ეს კანონი ამ ცვლილებების გამო სხვა კანონებთან წინააღმდეგობაში? – რა თქმა უნდა, მოვა, მაგრამ უპს, ჩვენ გვაქვს ნორმატიული აქტების შესახებ კანონიც, რომლის მიხედვითაც ბოლოს შესული ცვლილებებით რეგულირდება სხვა კანონები, ასე რომ, მოვიდეს წინააღმდეგობაში, მეტი დარდი არ დარჩენია დიმიტრი ხუნდაძეს.

საგანგებო მდგომარეობასაც კი ვერ ადგენს პრემიერი ერთპიროვნულად, პრეზიდენტს და პარლამენტს უნდა მიმართოს – რატომ? – ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან მოქნილია პრემიერი საგანგებო მდგომარეობის დროს, ბევრის უფლება აქვს და პარლამენტს უნდა დაუმტკიცოს, რომ ამ უფლებების გამოყენების საფუძველი ნამდვილად არსებობს.

ეს არის საგანგებო მდგომარეობა საგანგებო მდგომარეობის გარეშე და ეს ძალიან ჰგავს იმას, ბიძინა ივანიშვილი ქაღალდზე რომ მოქალაქეა და სინამდვილეში ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი!

ახლა რა ხდება? პრემიერს არც პარლამენტის დამოწმება და დარწმუნება სჭირდება, არც პრეზიდენტის, არც ისეთი “უბედურებაა” საჭირო, მთლად საგანგებოს გამოცხადება რომ დასჭირდება, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლია შემიზღუდოს უფლებები, ამისათვის კი რამდენიმე ეპიდემიოლოგის რეკომენდაცია იქნება სულ რაღაც საკმარისი!

განა კანონში, რომელიც მაისში მიიღეთ, კოვიდი სადმე ეწერა? განა, მხოლოდ “ალია” არ ითხოვდა, კანონში კოვიდი ჩაწერილიყო, თუ მართლაც სპეციალურად ამ ვირუსისთვის მიიღეს კანონი?

“მთავრობას ერთი წლით უგრძელებენ, ყველაფრის კეთების უფლებემოსილებას, კორონასთან ბრძოლის ფარგლებში” – იაგო ხვიჩია
თეგები: გიორგი გახარიაირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved