• რეკლამა
  • კონტაქტი
05:35, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

ალია ავტორი - ალია
18:49 05-19-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
304

იმერეთის რეგიონში მდებარე, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ საირმეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად სტუმრობდნენ. საშუალო და უფროსკლასელების, სულ 35 მოზარდის მასპინძელი „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ იყო. მოსწავლეებმა წინასწარ სპეციალურად მონიშნული ადგილები მოინახულეს, მათ შორის წითელი მინდორი, ტყის მასივი და ჩანჩქერი. გაეცნენ მცენარეთა იშვიათ სახეობებს და რეკრეაციული ფერმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“, პირველად ისტორიაში, კავკასიურ კეთილშობილ ირემსა და არჩვს გაამრავლებენ. ინვესტორი ვანისა და ბაღდათის მდინარეებში მთის კალმახის გამრავლებაზეც იზრუნებს. პროექტის განსახორციელებლად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება.

ირაკლი გორგოძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „საირმეს რეკრეაციულიფერმის” ტერიტორიაზე სიამოვნებით ვუმასპინძლეთ სკოლის მოსწავლეებს. შევეცადეთ, მათთვის მიგვეწოდებინა საინტერესო ინფორმაცია ჩვენი გეგმებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ.

გვინდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით კი მომავალმა თაობამ იცოდეს ყველა იმ სიკეთის თაობაზე, რომელსაც ჩვენი ისტორიული პროექტი მოიტანს გრძელვადიან თუ მოკლევადიან პერსპექტივაში. საუბარია როგორც ბუნებრივი რესურსების დაცვასა და ათვისებაზე, ისე დასაქმებაზე, ამ უნიკალური ტერიტორიის პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებასა და ტურიზმის განვითარებაზე. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ რეგიონის ცნობადობის გაზრდასა და ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს“.  

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ტურისთვის, პირველი ექსკურსიისთვის სკოლა საგანგებოდ შეირჩა. მეორე საჯარო სკოლაში ეკოკლუბი ფუნქციონირებს, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები არიან გაწევრიანებულები. ეკოლოგია, უნიკალური ფლორა, ფაუნა, ბუნებაზე ზემოქმედების რისკები და დაცვა მათი ინტერესის სფეროა.

ლაშქრობისას მოზარდებს მეგზურობა „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ რეინჯერებმა გაუწიეს. დაათვალიერებინეს ტყის მასივი და წითელი მინდორი. ერთ-ერთი გაჩერება იყო ჩანჩქერი, რომელიც წელიწადის ყველა სეზონზე გამორჩეული სანახავია. ამასთანავე, სტუმრებმა პროფესიონალებისგან მიიღეს რეკომენდაციები ლაშქრობის წესების შესახებ – როგორ უნდა განსაზღვრონ მიმართულება, გამოიყენონ კომპასი, მართონ ნარჩენები და არ დატოვონ კოცონი უყურადღებოდ. რეინჯერებმა სკოლის მოსწავლეებს თავიანთი საქმიანობის საინტერესო დეტალებიც გაუზიარეს.

ტურს დავით ლიკლიკაძე უძღვებოდა, რომელმაც ახალგაზრდებს წაუკითხა ლექცია თემაზე -„ეკოლოგია და ადამიანის როლი ეკოსისტემის შენარჩუნებაში“.

https://www.facebook.com/61572494935400/videos/678784451602253

ექსკურსიის ორგანიზატორი „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ადმინისტრაცია იყო. გაწერილი გეგმის მიხედვით, ექსკურსიები რეგიონის სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყობა, შემდეგ არეალი გაფართოვდება და საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვას სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოზარდები და ახალგაზრდებიც შეძლებენ.

პარალელურად, ტერიტორიაზე სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. უახლოეს მომავალში 13 000 ჰექტარ ფართობზე ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტებისთვის კეთილმოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ასევე განისაზღვრება რუკები ლაშქრობისათვის. მოგზაურთა უსაფრთხო და საინტერესო გადაადგილებისათვის კი სპეციალური მანიშნებლები განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ მიმდინარე წელს უკვე ჩაიდო 700 000 ლარის ინვესტიცია. დასაქმდა 6 რეინჯერი და 1 სპეციალისტი. ასევე მათ გადაეცათ მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, ბაგის ტიპის 2 ავტომობილი, 2 თოვლმავალი და 2 ცხენი.

პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა 25 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც უახლოეს პერიოდში გასამმაგდება. მონიტორინგისთვის შეძენილია მაღალი ხარისხის 1 დრონი.

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის ფარგლებში, მდინარე წაბლარის წყლის ერთ-ერთ შენაკადში წითელწინწკლებიანი კალმახის თვალის სტადიაზე არსებული 30 000 ქვირითი გაეშვა.

ხაზგასასმელია, რომ ტყით სარგებლობის საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეზღუდება. ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ.

(R)

 

თეგები: საირმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved