• რეკლამა
  • კონტაქტი
12:39, ორშაბათი, 13 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება

ალია ავტორი - ალია
13:48 06-24-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
384

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 5 წელზე გაწერილი მასშტაბური პროექტი რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს და მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც გარემოს დაცვის, ისე ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარებისათვის.

საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში, ლიცენზიატმა 12 რეინჯერი უნდა დაასაქმოს. პირველ ეტაპზე შერჩეულია და დაკისრებულ მოვალეობას უკვე 6 რეინჯერი ასრულებს. თითოეული მათგანი ადგილობრივი მკვიდრია.

ირაკლი გორგოძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ და მოვუაროთ პროექტით გათვალისწინებულ 13 000 ჰექტარ ტერიტორიას, გავუფრთხილდეთ უნიკალურ ფლორას, ხელი შევუწყოთ წითელ ნუსხაში დაცული ცხოველების გამრავლებასა და მათ ველურ ბუნებაში გაშვებას. ეს ყველაფერი კი, საერთო ჯამში, მოსახლეობისთვის ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას უნდა მოემსახუროს. ამიტომაც თანამშრომელთა შერჩევის პროცესში უპირატესობა სწორედ მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ენიჭებათ. ამასთან ერთად, რთული რელიეფის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ რეინჯერები ტერიტორიას კარგად იცნობდნენ, მათ შორის ალპურ ზონას. ამ კუთხით ადგილობრივებს ყველაზე მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვთ. ექვსი რეინჯერი უკვე გვყავს. მომდევნო ექვსიც მუნიციპალიტეტიდან დასაქმდება“.

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეინჯერები ტყეში ინტენსიურ მონიტორინგსა და ზედამხედველობას აწარმოებენ. აკვირდებიან და ინიშნავენ ცხოველთა ნაკვალევს, კარგად იციან სხვადასხვა სახეობების ბინადრობის ადგილები. ასევე წმენდენ გზას და მონაწილეობენ ტერიტორიის მოწყობაში.

 

გრიგოლ კარკაძე წლების განმავლობაში მეტყევე იყო. კარგად იცნობს ველურ ბუნებას და დღეს რეკრეაციულ ფერმაში ხუთ რეინჯერს ხელმძღვანელობს. გვიყვება, რომ დანარჩენებიც მასავით ადგილობრივები არიან და თითოეული ბილიკი ნაცნობია. მუშაობას დილის 8 საათიდან იწყებენ, ორ-ორად იყოფიან და პირველ რიგში ტერიტორიის შესასვლელებს ამოწმებენ. რეინჯერები რეკრეაციული ფერმის მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილდებიან. ავტოპარკი ამ დროისათვის სამ ავტომობილს, ორ ბაგსა და ამდენივე თოვლმავალს მოიცავს. რთულად მისასვლელი ადგილებისათვის კი ცხენია გათვალისწინებული. უახლოეს მომავალში რეინჯერებისათვის დაგეგმილია 6 კოტეჯის მშენებლობა, რომლებიც სრულად კეთილმოწყობილი იქნება.

გრიგოლ კარკაძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ უფროსი რეინჯერი: „ჩვენს მოვალეობაშია ტყის მოვლა-პატრონობა, უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ფოტოხაფანგების მონაცემების შეგროვება, ქვამარილის გატანა ჩლიქოსნებისთვის და ცხოველების საკვებით მომარაგება. ზაფხული დადგა და მწყემსების დასახვედრად ვემზადებით. ტრადიციულ საძოვრებზე ძოვება ჩვეულებრივად გრძელდება და საჭიროა დაცვა გარეული ცხოველებისგან, ჩვენ ამისთვისაც მზადყოფნაში ვართ. ყველაზე მთავარი კი ტერიტორიაზე უკანონო ნადირობის აღკვეთაა. ბაღდათი პატარა რაიონია, სადაც უმრავლესობა ნადირობის მოყვარულია, თუმცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ აქ, საირმეში, რეკრეაციული ფერმა ეწყობა, ეს პროცესი პრაქტიკულად შეწყდა, რაც ძალიან გვახარებს.

ვფიქრობ, რომ თითოეულ ბაღდათელს ჩვენი შესრულებული კარგი საქმე სიკეთეს მოუტანს, რეგიონის სტუმრები კი უნიკალური ბუნებით დატკბებიან“.

უკვე დასაქმებულია „რეკრეაციული ფერმის“ სპეციალისტიც, რაც ბუნებრივი ეკოსისტემის მართვაზე პროფესიულ კონტროლს კიდევ უფრო აძლიერებს. მისი ჩართულობითა და რეინჯერთა თანამონაწილეობით ტყეში საგანგებოდ განისაზღვრა ექვსი ლოკაცია და გარეული ცხოველებისათვის საკვების მიწოდება მიმდინარეობს.

ტერიტორიის დასაცავად და ველურ ბუნებაზე დასაკვირვებლად ადგილზე განთავსებულია 25 ფოტოხაფანგი, რომლებსაც ეტაპობრივად კიდევ 15 დაემატება. ტყე და მიმდებარე ზონები 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება დრონით, რომელიც თერმული კამერით არის აღჭურვილი.

„ფოტოხაფანგებმა უკვე დააფიქსირა გარეული ღორი, არჩვი და შვლები. ამ სახეობებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ სულ მალე მოეწყობა გზა ხანძარქრობისთვის, რათა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მაქსიმალურად ოპერატიულად და ეფექტურად შევძლოთ რეაგირება. იგეგმება საინფორმაციო დაფების განთავსება ტყეში შესასვლელებში, ხოლო სიღრმეში დამონტაჟდება აბრები ტყეში მოქცევის შესაბამისი ინსტრუქტაჟით. მაღალ მთიან მონაკვეთებამდე მისასვლელი ბილიკები კი თოვლის სრულად დნობის შემდეგ მოეწყობა. უკვე მზად არის ორი მოსასვენებელი სივრცე ტურისტებისთვის, რომლებსაც კიდევ სამი დაემატება.

ინფრასტრუქტურულ ნაწილში ასევე გათვალისწინებულია ორი არაკაპიტალური შენობის ჩადგმა ტერიტორიაზე, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის იქნება განკუთვნილი და შესაბამისად აღიჭურვება. შედეგად, ვფიქრობთ, ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორები ტერიტორიაზე გადაადგილებას სრულიად უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ“, – აცხადებს „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი.

სამუშაოების მიმდინარეობისა და მისი დასრულების შემდეგაც ტერიტორია ღია დარჩება ნებისმიერი მსურველისათვის. აიკრძალება მხოლოდ უკანონო ნადირობა და ხე-ტყის ჭრა, რომელიც მკაცრად გაკონტროლდება.

მასშტაბური პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარზე მეტია. ამ დროისათვის უკვე დახარჯულია 700 000 ლარამდე თანხა. ლიცენზიატ კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომელიც საბოლოოდ გრძელვადიან ეკოლოგიურ შედეგებს მოიტანს, ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ეკოტურიზმის განვითარებას და რეგიონისათვის დიდი ეკონომიკური სტიმული იქნება.

(R)

თეგები: საირმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი
ახალი ამბები

„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი

12:45 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved