• რეკლამა
  • კონტაქტი
15:27, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საინტერესოა კეზერაშვილის უტიფრობა, შუბლის ძარღვი გაიწყვიტა და გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს – დავით ჩიხელიძე

ალია ავტორი - ალია
18:58 09-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე:

“უზენაესმა სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის დამნაშავედ ცნო. დაინტერესებულ მხარეს შეუძლია პროკურატურის განცხადება ნახოს, სადაც ბრალდება დეტალურად არის ახსნილი.

კეზერაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, მაგრამ საინტერესოა თვითონ ბრალდებულის პოზიცია, უფრო სწორად უტიფრობა. კეზერაშვილმა შუბლის ძარღვი გაიწყვიტა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს. კეზერაშვილი არის განსაკუთრებული გარეწარი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო თავდაცვის მინისტრი იყო! ის რომ კეზერაშვილი წმინდანი არ არის, ყველამ ვიცით, მის მიმართ არაერთი კითხვა არსებობს, რომელზე პასუხიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საინტერესოა, როგორ მოახერხა წაგებული ომის დროინდელმა მინისტრმა, ომის დასრულებიდან მოკლე დროში მილიარდერი გამხდარიყო? არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის იარაღით უკანონო ვაჭრობით გამდიდრდა, ეჭვს აძლიერებს, ჰილარი კლინტონის მიერ, ჯონ ტეფტისთვის გამოგზავნილი გრიფით საიდუმლო წერილი, რომელშიც სწორედ იარაღით ვაჭრობაზეა საუბარი.

შვეიცარიულმა გაზეთმა Tribune de Geneva გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა, რომ კეზერაშვილი ოფშორში რეგისტრირებული რამდენიმე კომპანიის უკან დგას, რომლებიც იარაღით ვაჭრობდნენ, კეზერაშვილით ინტერესდება ისრაელის ძალოვანი უწყებები და ა.შ. ეს არის იმ შესაძლო დანაშაულების არასრული ჩამონათვალი, რომლის შესახებ არა ქართული, არამედ სხვა ქვეყნის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები საუბრობენ. ასეთი ისტორიის მქონე ადამიანს, უდანაშაულობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. მისი სითავხედე ნამდვილად გასაკვირია. დარწმუნებული ვარ სტრასბურგი უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს და კეზერაშვილისგან აღიარების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ სტრასბურგის მონურ დამოკიდებულებაზე ისაუბრებს“

თეგები: დავით ჩიხელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved