• რეკლამა
  • კონტაქტი
22:10, ხუთშაბათი, 10 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საინტერესო თვე გველის: ოქტომბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

ალია ავტორი - ალია
12:49 10-09-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174

ოქ­ტომ­ბე­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და კონ­ტრას­ტე­ბის თვეა. სწო­რი და ნაც­ნო­ბი გზაც კი შე­იძ­ლე­ბა უფსკრუ­ლად იქ­ცეს, ყვე­ლა­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა კი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე სე­რი­ა­ლად! თვის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა მზის და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბაა, რომ­ლებ­საც 14 და 28 ოქ­ტომ­ბერს ვე­ლო­დე­ბით. ოქ­ტომ­ბერ­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი) პლა­ნე­ტე­ბიც გვყავს: იუ­პი­ტე­რი 31 დე­კემ­ბრამ­დე; ურა­ნი 2024 წლის 27 იან­ვრამ­დე; სა­ტურ­ნი 4 ნო­ემ­ბრამ­დე; ნეპ­ტუ­ნი 6 დე­კემ­ბრამ­დე და პლუ­ტო­ნი 10 ოქ­ტომ­ბრამ­დე. თუმ­ცა, მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნებს თან­მიმ­დევ­რუ­ლად:

23 ოქ­ტომ­ბრამ­დე მზე სას­წო­რის ნი­შა­ნია. ეს არის ჰარ­მო­ნი­ის, პარტნი­ო­რო­ბის, ქორ­წი­ნე­ბის ნი­შა­ნი. უმე­ტე­სო­ბა მო­უნ­დე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა, სა­სიყ­ვა­რუ­ლო და საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­სა და შე­თახ­მე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა. მაგ­რამ ოქ­ტომ­ბერ­ში არის დღე­ე­ბი, როცა ჯო­ბია, თავი შე­ი­კა­ვოთ ყო­ველ­გვა­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის­გან. მზის სას­წორ­ში ყოფ­ნის დრო გირ­ჩევთ, მეტი დრო და­უთ­მოთ პარტნი­ო­რულ კავ­შირ­ში ჰარ­მო­ნი­ის დამ­ყა­რე­ბას, სი­ლა­მა­ზის შექ­მნას. და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. 23-ში მზე გა­და­ვა მო­რი­ე­ლის ნი­შან­ში.

3 ოქ­ტომ­ბერს ლი­ლი­ტი ქალ­წულ­ში გა­და­ვა. ამ მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ ვრცე­ლი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი სტა­ტია და პროგ­ნო­ზი დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ. 26 ოქ­ტომ­ბერს ლი­ლი­ტი ას­პექტს შექ­მნის მო­რი­ელ­ში მყოფ მზეს­თან. მო­ი­მა­ტებს ფლირ­ტის სურ­ვი­ლი; ადა­მი­ა­ნე­ბი ღიად და­ი­წყე­ბენ თა­ვი­ან­თი გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ ლა­პა­რაკს. ეს ას­პექ­ტი ყვე­ლა­ზე მძაფ­რად გა­მოვ­ლინ­დე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, პო­ე­ზი­ა­ში, ფო­ტო­სე­სი­ებ­სა და პი­რად ბლო­გებ­ში. მაგ­ნი­ტი­ვით მი­ი­ზი­დავთ სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს. და აქვე სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, რომ არ გახ­დეთ მა­ნი­პუ­ლარ­ტო­რის მსხვერ­პლი. ვინ­მემ ბო­რო­ტად არ ისარ­გებ­ლოს თქვე­ნი კე­თილ­გან­წყო­ბით.

5 ოქ­ტომ­ბერს მერ­კუ­რი გა­და­ვა სას­წორ­ში, 22-ში კი მო­რი­ელ­ში. სა­ნამ მერ­კუ­რი იქ­ნე­ბა სას­წორ­ში, გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა და გა­რი­გე­ბებ­ზე შე­თან­ხმე­ბა. ვაჭ­რო­ბი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის სფე­რო­ში მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში შეძ­ლებთ რა­ი­მეს მომ­გე­ბი­ა­ნად ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვას. თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, ია­რეთ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე, ილა­პა­რა­კეთ თქვენ შე­სა­ხებ, ეს და­გეხ­მა­რე­ბათ, მო­ი­პო­ვოთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბა. 22-დან თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ში გა­იღ­ვი­ძებს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, მო­გინ­დე­ბათ ყვე­ლა დე­ტა­ლის გარ­კვე­ვა და ყვე­ლა­ფერ­ში ძი­რის­ძი­რო­ბამ­დე გარ­კვე­ვა. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით მო­ცუ­ლი ცნო­ბე­ბი.

 

9 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რა ეს­ტუმ­რე­ბა ქალ­წულს. ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა­ში. სა­მა­გი­ე­როდ, მო­ი­მა­ტებს შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა; დე­ტა­ლე­ბი­სად­მი დაკ­ვირ­ვე­ბა. არ და­ძა­ბოთ ურ­თი­ერ­თო­ბა კო­ლე­გებ­თან. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი რო­მა­ნის და­წყე­ბა კო­ლე­გას­თან. ფული ზო­მი­ე­რად და გა­აზ­რე­ბუ­ლად უნდა ხარ­ჯოთ. ჩაც­მუ­ლო­ბა­ში ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ფორ­მის მსგავს სა­მოსს მი­ა­ნი­ჭოს უპი­რა­ტე­სო­ბა; სიმ­კაც­რეს, ერ­თფე­როვ­ნე­ბას. 10-ში ვე­ნე­რას შე­ერ­თე­ბუ­ლი ლი­ლი­ტი უპი­რის­პირ­დე­ბა სა­ტურნს (ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რია 5-14 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში). შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ფი­ნან­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, ვა­ლის და­ფარ­ვის ან ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. აკონ­ტრო­ლეთ ფი­ნან­სე­ბი. არ აი­ღოთ სეს­ხი. არა­ხელ­საყ­რე­ლია ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­წყე­ბა, პარტნი­ო­რუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­სა და გრძელ­ვა­დი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბის და­დე­ბა. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, ვიდ­რე გრძნო­ბებს. მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. შე­იძ­ლებ გა­იც­ნოთ ასა­კით მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ახლა არ არის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის.

ოქ­ტომ­ბერ­ში მარ­სი ქმნის რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ ას­პექტს. 9-ში მარ­სი ეჩხუ­ბე­ბა პლუ­ტონს (ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რია 3-15 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში) ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­გიძ­ლი­ათ დიდ­ხანს იმუ­შა­ოთ და უფრო მეტი გა­ა­კე­თოთ, ვიდ­რე სხვა დროს. მო­ე­რი­დეთ უხე­შო­ბას, იმ­პულ­სუ­რო­ბას. უმ­ჯო­ბე­სია არ და­გეგ­მოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და დის­კუ­სი­ე­ბი. ამ დროს ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა უფრო მწვა­ვე, მკაც­რი და სპე­ცი­ფი­კუ­რი გახ­დე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია თავი აა­რი­დოთ სა­ხი­ფა­თო, ხალ­ხმრა­ვალ და უც­ნობ ად­გი­ლებ­ში გა­დად­გი­ლე­ბას და ექ­სტრე­მა­ლურ სპორ­ტს. ეს არის ტრავ­მუ­ლი პე­რი­ო­დი. ფრთხი­ლად იყა­ვით ასა­ფეთ­ქე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან, ბასრ საგ­ნებ­თან.

მარ­სი 12 ოქ­ტომ­ბერს გა­და­ვა მო­რი­ელ­ში – თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის ნი­შან­ში. კარ­გია ვარ­ჯი­ში, მაგ­რამ ზო­მი­ე­რი. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ აღ­მო­სავ­ლურ პრაქ­ტი­კებს, ცურ­ვას. მო­ე­რი­დეთ სპორ­ტის ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებს. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მჭრელ საგ­ნებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს გამ­ძლე­ო­ბა, მონ­დო­მე­ბა და გამ­ბე­და­ო­ბა და ამის წყა­ლო­ბით შეძ­ლებთ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვას, სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვას. ამას­თან, მო­ე­რი­დეთ ზედ­მეტ რისკს, და­პი­რისპრე­ბას, ცხა­რე დის­კუ­სი­ებ­სა და კონ­ფლიქ­ტებს. მომ­დევ­ნო დღეს კი მარ­სი სა­ტურნ­თან ქმნის მე­გობ­რულ ას­პექტს (აქ­ტი­უ­რია 7-20 ოქ­ტომ­ბრს). მო­ი­მა­ტებს გამ­ძლე­ო­ბა, დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლო­ბა. სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ან გავ­ლე­ნი­ა­ნი, ასა­კი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­რე­ვა.

14 ოქ­ტომ­ბერს ახალმთვა­რე­ო­ბა და მზის დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლო­დე­ბა სას­წო­რის 22-ე გრა­დუს­ში. ეს არის ვერ­ძი-სას­წო­რის ღერძზე (“მე” და “შენ”) პირ­ვე­ლი დაბ­ნე­ლე­ბა, რად­გან კარ­მულ­მა კვან­ძებ­მა ამ ნიშ­ნებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს: აღ­მა­ვალ­მა ვერ­ძში , ხოლო დაღ­მა­ვალ­მა სას­წორ­ში . ამა­ვე დღეს იხ­სნე­ბა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი. მო­მა­ტე­ბუ­ლია ემო­ცი­უ­რო­ბა და აკონ­ტრო­ლეთ სა­კუ­თა­რი თავი. ეს არის ცხოვ­რე­ბის ახალ გვერ­დის, ახალ თე­მე­ბის და­წყე­ბის პე­რი­ო­დი, მაგ­რამ ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა თავი შე­გახ­სე­ნოთ ძველ­მა პრობ­ლე­მებ­მა, მთა­ვა­რი თემა იქ­ნე­ბა საქ­მი­ა­ნი და რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. დაბ­ნე­ლე­ბის სი­ახ­ლო­ვეს შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბე­ბი, კონ­ტაქ­ტე­ბი ან მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­სუ­ლი­დან და ეს შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს ან რა­ღა­ცის სა­მუ­და­მოდ დამ­თავ­რე­ბას­თან, ან თა­ვი­დან და­წყე­ბის მცდე­ლო­ბას­თან. ამ დაბ­ნე­ლე­ბის დერ­ფან­ში გა­ირ­კვე­ვა ის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მომ­დევ­ნო წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. გირ­ჩევთ, ფრთხი­ლად და დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ა­ტა­როთ დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი. ამ პე­რი­ოდ­ში ნუ მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, ნუ გა­დად­გამთ და­უ­ფიქ­რე­ბელ ნა­ბი­ჯებს. არ გირ­ჩევთ გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის და­ნიშ­ვნას. უმ­ჯო­ბე­სია, ყვე­ლა­ფერს და­აკ­ვირ­დეთ, გა­ა­ნა­ლი­ზოთ და მო­მავ­ლის­თვის გა­და­დოთ აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბა. ახალმთვა­რე­ო­ბა­სა და მზის დაბ­ნე­ლე­ბა შე­სა­ხებ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვრცელ სტა­ტი­ას და ას­ტრო­ლო­გი­უ­რო პროგ­ნოზს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

21 ოქ­ტომ­ბერს მერ­კურ­სა და მზეს უპი­რის­პირ­დე­ბა პლუ­ტო­ნი (ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რია 18-25 ოქ­ტომ­ბერს). შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გო­ნებ­რი­ვი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბამ მოკ­ლე დრო­ში ან იმუ­შა­ოთ ზე­წო­ლის ქვეშ. იზ­რუ­ნეთ ინ­ფორ­მა­ცი­ის, დო­კუ­მენ­ტე­ბის, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ნახ­ვა­ზე. უმ­ჯო­ბე­სია მო­ე­რი­დოთ სა­შიშ ად­გი­ლებ­ში სი­ა­რულს და სა­ეჭ­ვო ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს.

22 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რას ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი გვე­ლო­დე­ბა იუ­პი­ტერ­თან (მოქ­მე­დე­ბის პე­რი­ო­დია 17-26 ოქ­ტომ­ბე­რი). სა­უ­კე­თე­სო დროა ფი­ნან­სუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. შე­იძ­ლე­ბა და­გი­ფი­ნან­სონ პრო­ექ­ტე­ბი და ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია წარ­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­დან მო­გე­ბა მი­ი­ღოთ. სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს უცხო­ელ და შო­რე­ულ პარტნი­ო­რებ­თან კავ­შირს. მი­ი­ღებთ მხარ­და­ჭე­რას გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის­გან. შე­საძ­ლე­ბე­ლია იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის წარ­მა­ტე­ბით მოგ­ვა­რე­ბა, ად­ვო­კა­ტებ­თან კონ­ტაქ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს ნა­ყო­ფი­ე­რი. კარ­გია ბი­ნა­სა და ოფის­ში ინ­ტე­რი­ე­რის, დი­ზა­ი­ნის შეც­ვლა. შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა და რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­წყე­ბა. კარ­გი დროა არ­სე­ბუ­ლი პარტნი­ო­რუ­ლი და რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. ამას­თან, უნდა აკონ­ტრო­ლოთ მადა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია წო­ნის მა­ტე­ბა.

28 ოქ­ტომ­ბერს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლო­დე­ბა კუ­როს მე­ექ­ვსე გრა­დუს­ში. მზის დაბ­ნე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ბო­ლოა კურო-მო­რი­ე­ლის ღერძზე, რო­მე­ლიც და­ი­წყო 2021 წელს. ის ხუ­რავს ფი­ნან­სებ­თან, მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს. მოხ­დე­ბა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, იმ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. დაბ­ნე­ლე­ბის დღე­ებ­ში დაგ­რო­ვილ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კრი­ზი­სი ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. და­ვის სა­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ფი­ნან­სე­ბი. არას­ტა­ბი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა იყოს გან­შო­რე­ბის დრო. კარ­გი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თუ ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად. დროა, და­ას­რუ­ლოთ პრო­ექ­ტე­ბი. შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­წყდეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ეცა­დეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა დაბ­ნე­ლე­ბის შემ­დეგ გა­და­დოთ.

ამა­ვე დღეს მარ­სი იუ­პი­ტერს უპი­რის­პირ­დე­ბა (ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რია 22 ოქ­ტომ­ბე­რი-3 ნო­ემ­ბე­რი). მო­ე­რი­დეთ არა­გო­ნივ­რულ და მცდარ ქმე­დე­ბებს, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას, აზარ­ტულ თა­მა­შებს. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი ხელს შე­უშ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას, ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ ად­ვი­ლად გა­და­ლა­ხონ და­საშ­ვე­ბი სა­ზღვრე­ბი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დის­კუ­სი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ზარ­დოს კონ­ფლიქ­ტებ­ში. შე­იძ­ლე­ბა იყოს გარ­თუ­ლე­ბე­ბი საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, სა­გა­რეო მი­სი­ებ­თან და იუ­რი­დი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ეს არ არის შე­სა­ფე­რი­სი დრო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის, იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ხელ­მო­წე­რის­თვის.

31 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რა-ურა­ნის მე­გობ­რუ­ლი ას­პექ­ტი გვე­ლო­დე­ბა (აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დია 26 ოქ­ტომ­ბე­რი-2 ნო­ემ­ბე­რი). ამ პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, სა­ჩუ­ქა­რი ან სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მო­ჩე­ნა. პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად უნდა იმოქ­მე­დოთ არატ­რა­დი­ცი­უ­ლად, შე­იძ­ლე­ბა ამ­ბო­ხიც დაგ­ჭირ­დეთ ან რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბა. ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და მო­და­ში ავან­გარ­დუ­ლი და არას­ტან­დარ­ტუ­ლი სტი­ლი დამ­კვიდ­რდე­ბა. კარ­გი დროა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბის, დი­ზა­ი­ნე­რე­ბის­თვის, აიტი-სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის. მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ტი­კულ­ში გა­და­ი­ზარ­დოს. რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა მო­სალ­დნე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved