• რეკლამა
  • კონტაქტი
18:13, ოთხშაბათი, 4 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საიდუმლო შეკრების მონაწილეები არ ასახელებენ, ვინ დააფინანსა ტრენინგი ბაკურიანში – „იმედის კვირა“

ალია ავტორი - ალია
18:06 04-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

„ბაკურიანში, „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პოლიტიკური პარტიების საიდუმლო შეკრების მონაწილეები არ ასახელებენ, ვინ დააფინანსა ტრენინგი“, – ამის შესახებ „იმედის კვირის“ სიუჟეტშია საუბარი.

 

ნაცმოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე უარყოფს რაიმე შეხვედრას. – რა შეხვედრა არ ვიცი, როცა კრიზისი აქვთ თვითონ შიგნით, მერე გადატრიალებაზე საუბრობენ –  ამბობს დეკანოიძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით კი, ორგანიზატორი ამერიკული მხარე იყო, რომლის სახელწოდება არ ახსოვს.

„ამერიკული მხარე იყო, აღარ მახსოვს სახელწოდება. რაღაც სისულელეა ეს რა, ბაკურიანში შეხვედრის ორგანიზატორი იყო კონკრეტული დონორი, სადაც ვიყავით ჩასულები ყველა. შეგიძლიათ ჰკითხოთ ორგანიზატორებს და გეტყვიან, რა პრობლემაა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინ მიმიწვია და ორგანიზატორებმა მიმიწვიეს“, – ამბობს ვაშაძე.

შეხვედრას  ასევე ადასტურებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.  – „მოხარული ვარ, რომ შეხვედრა გვქონდა და დისკუსიის შესაძლებლობა მასთან და მის ორგანიზაციასთან. წიგნიც აქვს გამოცემული, არაძალადობრივ პროტესტზე მსოფლიოში და როგორ უნდა იყოს მიღწეული, დემოკრატიული ცვლილებები არაძალადობრივი ცვლილებების გზით“, – ამბობს ის.

ღონისძიების ჩატარების შესახებ  ადასტურებენ სასტუმროშიც, სადაც აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩატარებაზე მოთხოვნა ამერიკული ორგანიზაცია „არაძალადობრივი საერთაშორისო კონფლიქტების“ ცენტრიდან შევიდა.

„ამის მიუხედავად, არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ გვერდზე, სადაც მსგავსი ტრენინგების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული, ბაკურიანში გამართული შეხვედრის შესახებ არაფერი იძებნება. ის, რომ გასაიდუმლოებულ შეხვედრაში მხოლოდ რადიკალური ოპოზიციური სპექტრი მონაწილეობდა, ეჭვის საფუძველია პოლიტიკის ექსპერტებისთვის. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ტრენინგი დესტაბილიზაციის სცენარსა და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დღის წესრიგზე იყო მორგებული.

როგორც ირკვევა, აკერმანთან საიდუმლო შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის და მისი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თანაგუნდელებსაც დაუმალეს. შეხვედრის შესახებ არაფერი იცოდნენ რომან გიცირიძემ, ხათუნა სამნიძემ. ოპოზიციის თავყრილობაზე ვერ მოხვდნენ იაგო ხვიჩიას გირჩელები და ელსიაშვილის მოქალაქეები. ანუ ისინი, ვინც რადიკალების სტრატეგიაზე უარს ამბობს.

ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ ამ „ბოდვაზე სერიოზულად ვერ ისაუბრებს“.

იმას, რაც ანა ნაცვლიშვილისთვის სასაცილო ბოდვაა, მისივე პარტიის დამფუძნებელი დეტალურად განმარტავს. ბადრი ჯაფარიძე ის ერთადერთი პოლიტიკოსია, ვინც საჯაროდ დაადასტურა, რომ გასაიდუმლოებული ტრენინგი ბაკურიანში პიტერ აკერმანის აი-სი-ენ-სი-მ ჩაატარა. იმას, რომ აკერმანი სწორედ ამ ცენტრს წარმოადგენდა, ადასტურებს გიორგი მშვენიერაძეც, რომელიც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იყო და ტერნერთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა“, – ნათქვამია სიუჟეტში.

შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში, სასტუმროში „რუმს კოხტა“ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფელირებული პოლიტიკური პარტიების ლიდერები საიდუმლოდ 6-8 აპრილს შეიკრიბნენ. თუმცა კონსპირაციული თავშეყრის ამბავმა მედიაში გაჟონა. რადიკალურ ოპოზიციას, მესამე სექტორის ნაწილს და მათ მიერ კონტროლირებადი მედიის წარმომადგენლებს „ხავრედოვანი რევოლუციების“ პიარტექნოლოგი პიტერ აკერმანი სამი დღის განმავლობაში ატრენინგებდა. საიდუმლო სერობაში მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, ზურა ჯაფარიძის „გირჩ“ი, გიორგი მშვენიერაძე, ტელეკომპანიები „მთავარი არხი“ და „ფორმულა“.

თეგები: იმედის კვირა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:37 02-04-2026
„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved