რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. უცნობია, რა მისიით ჩამოფრინდა თვითმფრინავი ოკუპანტი სახელმწიფოდან ბათუმში ან ვინ დატოვა მისი მეშვეობით ქვეყანა. “პირველების” ინფორმაციით, ბორტზე მხოლოდ ერთი ადამიანი ავიდა, მაგრამ ვინ იყო ის პირი, ვისთვისაც ოკუპანტი ქვეყნიდან სეპცრეისი შესრულდა, უცნობია.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ეკუთვნის.
იმისთვის რომ რუსული თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოვიდეს ამისთვის საქართველოს მთავრობის თანხმობა და წინასწარი მოლაპარაკებებია საჭირო, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.
კომენტარები