• რეკლამა
  • კონტაქტი
02:52, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საიდან უნდა გამრიცხონ?.. რვიანი არც პლატფორმაა და არც გაერთიანება – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
10:35 08-29-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
259

თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, თინა ბოკუჩავას გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან 8 ოპოზიციურ პარტიას მოუწოდა, დაასრულონ ურთიერთობა ჩერგოლეიშვილთან სოციალურ ქსელში გაკეთებული მისი განცხადებების გამო.

ჩერგეოლეიშვილი წერს, რომ მისთვის გაუბარია საიდან უნდა გარიცხონ, რადგანაც “რვიანი” “არ არის პლატფორმა, არც გაერთიანება.”

“ნაციონალური მოძრაობის დაბნეულ ფორმალურ თავმჯდომარეს ვპასუხობ:

რვიანი არ არის არც პლატფორმა, არც გაერთიანება.

რვიანში ვართ პარტიები, ვინც ვთანამშრომლობთ ოქტომბრის ფარსის ბოიკოტში.

ამიტომ გაუგებარია, თუ არჩევნებში არ შედიან, რვიანი როგორ უნდა დაშალონ.

ამას გარდა, 8-იანში შემავალ ყველა პარტიას ერთმანეთთან გვაქვს არაერთი განსხვავება.

მაგალითად, ჩვენ, ფედერალისტებს და ჩვენს მხარდამჭერებს მორალურად და სისტემურად ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ნაციონალური მოძრაობა, როგორც პიროვნების კულტს ჩამოკიდებული, ანემიური, არადემოკრატიული პარტია, სადაც არცერთ პოლიტიკოსს არ გააჩნია წონა და ყველა ნულია, სააკაშვილის გარეშე.
ჩვენ გვინდა, რომ ასეთმა პარტიებმა აღარ იარსებონ.

მაგრამ იმის გამო, რომ ეროვნული ინტერესები ჩვენგან ერთობას ითხოვს, სადაც ეს შესაძლებელია, დიდ კომპრომისზე ვართ წასული არა მხოლოდ საკუთარ თავთან და პარტიასთან, არამეც ჩვენს მხარდამჭერებთანაც და ვმუშაობთ ისეთ პარტიებთანაც, რომელიც მორალურად და პრინციპულად ჩვენთან შეუთავსებელია (თუმცა არიან ისეთები, ვისთანაც კარგად გამოგვდის).

ცხადია, გრძლად არ გამოვეხმაურები იმ სიყალბეს, რაც თიკა ბოკუჩავას კედელზე წავიკითხე – მას თავისი გაჭირვებია და საკუთარ პარტიაში პოზიციების გამაგრებას ცდილობს ახლა, ამ ყალბი მაიმუნობით (მართლა მეცოდება, ისეთ დღეშია).

მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ნაციონალური მოძრაობის საქციელი – ერთი მხრივ თიკა ბოკუჩავას რვიანში ყოფნა, ხოლო მეორე მხრივ ხაბეიშვილის ფლანგის გამუდმებული თავდასხმა რვიანზე, ისედაც შეუძლებელს ხდიდა ნაციონალურ მოძრაობასთან მუშაობას.

ამდენად, გაუგებარია ეს მუქარა რას ემსახურება – ნაცმოძრაობა დე ფაქტო ისედაც გასული იყო რვიანიდან (მაგალითად, საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ბათუმის მარშში ვინაიდან ბათუმის ორგანიზაცია ბოკუჩავას არ ემორჩილება). ნაცმოძრაობა ყველა წარმატებული ღონისძიების შემდეგ, შარზე იყო და წიხლებს იქნევდა.

ამ ყველაფერზე არ ვყვიროდით იმიტომ, რომ საერთო ამოცანა არ დაგვეზიანებინა 4 ოქტომბრამდე, თორემ გაუგებარია ვინ საიდან უნდა გაირიცხოს, ან გამოირიცხოს? როგორ და ვინ უნდა გამრიცხოს იქიდან, სადაც არ ჩავრიცხულვარ? რა საქმესაც ვაკეთებ, იმ საქმის კეთებიდან ვინმემ როგორ უნდა გამრიცხოს? ეგ რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ახლა ჩემთვის წიხლების ქნევაც ხომ არ მოგიწევდათ?

ნუ არაფერს ვიტყვი იმაზე, რა უბადრუკად ცდილობენ ჩემი შეცდომის გამოყენებას, რომლის გამოც მოვიბოდიშე, მათი ყეყეჩი ლიდერებისგან განსხვავებით.
ამ ისტერიკაში მხოლოდ ნაცმოძრაობის კრიზისი ჩანს და არა იმ პარტიების, ვინც რვიანში რეალურად ვმუშაობდით და ვმუშაობთ.

კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩვენი მხარდამჭერები ამ ცირკის მაყურებელი გავხადე, my bad!“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, დღეს ჩერგოლეიშვილმა Facebook-ზე მის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს, ამ კომენტარების ავტორების პროფილიდან ამოღებული ბავშვების სურათების გამოყენებით უპასუხა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved