• რეკლამა
  • კონტაქტი
03:02, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საიდან ჰქონდათ ამდენი იარაღი, ტანკები, რაკეტები, ჯავშანმანქანები.. ვერ გაურჩევია ქ-ნ თამარს რევოლუცია და პუტჩი ერთმანეთისგან – კონსტანტინე გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
16:55 01-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა, სადაც „ტაბულას“ დამფუძნებელი ყაზახეთსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელის გავლებას ცდილობს.

„თამარ ჩერგოლეიშვილი: “ჩვენ სისხლიანი რევოლუციაც გვქონდა, უსისხლო რევოლუციაც, და უფრო წინ წავედით – დიდი ნაბიჯით – ხელისუფლება არჩევნებით შევცვალეთ.” აჰა. მაშასადამე 1992 წლის 6 იანვარს “რევოლუცია” დასრულებულა, ცხადია “რევოლუციონერთა” გამარჯვებით. “სისხლიანი,” მაგრამ მაინც რევოლუცია.ოღონდ ხალხის მასები, რომელთაც ეს “რევოლუცია” მოეწყოთ, არსად ჩანდნენ. სამაგიეროდ კადრებში ჩანდა მბოლავი, დალეწილი და ალმოდებული მთავრობის სასახლე, მის წინ ირეოდნენ ნიღბებიანი და უნიღბო ტიპები, რომლებიც გამარჯვების ნიშნად შამპანურებს ხსნიდნენ და კალაშნიკოვებს აკაკანებდნენ ჰაერში. ხალხი, ხალხი არსად ჩანდა, ვინც ეს “რევოლუცია” მოაწყო: ის ერთი ნაწილი მაინც ხომ უნდა ყოფილიყო, ამ რევოლუციურ პროცესთა წარმმართველი. და სად იყო ხალხი? ხალხი, რომელიც კანონიერი ხელისუფლების აღდგენას ითხოვდა, იხვრიტებოდა იქვე, მთავრობის სასახლესთან, დიდუბის მეტროსთან, ვაგზლის მოედანზე, აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე…. ყველგან. იხვრიტებოდა იგივე ნიღბებიანი და უნიღბო, კალაშნიკოვებიანი რემბოების მიერ. და ამ რემბოებს საიდან ჰქონდათ ამდენი იარაღი, ტანკები, რაკეტები, ჯავშანმანქანები და რაც მთავარია, პერსონალი, რომელიც ვირტუოზულად მართავდა ამ ტექნიკას რუსთაველზე? საიდან და “ზაკვოდან”, ამიერკავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო ოკრუგიდან. მათთვის მუშაობდნენ სპეციალისტები – რუსული სპეცრაზმი “ლეტუჩეე მიშ” (ღამურები) და ზაკვოში მორიგე გენერლები ბეპაევი და ივანენკოვი. აი ასეთი “რევოლუცია” გვქონდა. ბოლოს ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ “დიდმა პოლიტიკოსმა” შემოიტანა ფორმულა “ყველას მინუს ერთი” – ის ერთი განდევნილი ხელისუფალი და დამხობილი სახელისუფლებო პარტიები იყო. ამით ამომრჩევლის მინიმუმ 70 % არჩევნებიდან და პოლიტიკური პროცესიდან ჩაიხსნა. სამეგრელო კი, მთელი კუთხე კოლექტიურად დაისაჯა კანონიერების იდეის ერთგულებისთვის. ამრიგად ვერ გაურჩევია ქ-ნ თამარს რევოლუცია და პუტჩი ერთმანეთისგან. თან რა დიდებული ხალხის ჩართულობით. ეს ორი ცნება ისევე არ არის ერთი და იგივე, როგორც რაიკომის მდივანი ან ცეკას მდივანი ერთპარტიულ, ტოტალიტარულ სისტემაში “პოლიტიკოსად” ვერ მოინათლება“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved