• რეკლამა
  • კონტაქტი
19:15, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საიდან აქვს ძებნილ სააკაშვილს დღეში 80000 ლარი, რომ 8000 კაცს აჭამოს?”

ალია ავტორი - ალია
03:39 04-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, ირმა კაპანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“თაფლებო და მურაბებო! ახლა ერთი რამე უნდა გითხრათ, მაგრამ გთხოვთ კომენტარებს ან ნუ დაწერთ, ან ცუდ რამეებს ნუ დაწერთ….ეს ჩემი თხოვნაა….


რამდენიმე დღეა უკვე ნერვი გამომაწყვიტეს, შეიძლება თუ არა რეისი დაინიშნოს იტალიიდან საქართველოში და სად უნდა მიაკითხონ რომ ამ რეისზე მოხვდნენ…და უცებ ერთ-ერთმა ყოფილმა (უკვე დამბლოკა) ფბ “მეგობარმა” მკვლელი პოსტი დადო, სადაც სრული გულწრფელობით ეჯერა, რომ მისი “პრეზიდენტი” ამას შეძლებდა….8000 მოქალაქის სახლში დაბრუნებას მოახერხებდა და 14 დღის განმავლობაში კარანტინში შეინახავდა…


ნუ იქ ავიბლანდე იმ პრეზიდენტის ნაყვარება ხალხში და …..დანარჩენი თქვენ წარმოიდგინეთ…


ვინც მიცნობს ჩემი პოლიტიკური შეხედულებები იცის…და ვინც არ მიცნობს გეტყვით: აი არანაირად არავისტი არ ვყოფილვარ, არ ვარ და არ ვიქნები….მე შემიძლია რაღაცაზე ჩემი აზრი დავაფიქსირო და მორჩა! ახლა კითხვა: დღეს ის თქვენი პრეზიდენტი, არის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც მე და როგორც თქვენ…თან ის ძებნილიცაა….ეხლა წარმოიდგინეთ ამ ვიღაცამ, დაურეკოს იტალიის პრემიერს და
ალოო….ჯუზეპე შენ ხარ?
კი…ვინ ხარ?
მე ერთი პრეზიდენტი ვარ და ჩვენ ძმობას გაფიცებ, გამიხსენი საჰაერო გზა, ჩემი სულიერი დები და ძმები უნდა გავიყვანო იტალიიდან……
რაზეა ლაპარაკი ძმაო…როდისთვის გინდა?
როგორც კი ჩემი ძმები თვითმფრინავებს ჩამომიყენებენ, შევხმიანდეთ და ზუსტ თარიღს გეტყვი…
ოკ….გელოდები ძმა….
და გაითიშა….


აი მართლა გეკითხებით: ღმერთმა სულ პაწაწკუნტელა ტვინი ხო მოგცათ? აინშტაინის ტვინს ან ნიუტონის ტვინს ხო არავინ გთხოვთ?


ასე ჰარი ჰარალოზე ხდება თქვენი აზრით ეს რაღაცები დღეს, როცა ქვეყნები იშლება? არც პასკალის დონის მათემატიკა ხო არ უნდა, საქართველოში 8000 ადამიანის შენახვა კარანტინში ერთმა კაცმა შეძლოს? 8 რო 10-ზე გაამრავლოთ ეგ ხო მაინც შეგიძლიათ? დღეში 80 ათასი ლარი საიდან აქვს ერთ ვიღაცას, რომ 8000 კაცს აჭამოს?


მაგრამ ამ მთავრობას უნდა მისდგე და ცოცხით უნდა სცემო, უარი რო უთხრეს….აი უნდა მიეცათ ნებართვა და ერთი ნუ წაიყვანდა და ნუ შეინახავდა….აი მერე ის უნდა ეცემათ იმიანი ცოცხით და ეს ხალხიც ზედ უნდა მიეყოლებინათ….
იტალიის მაგალითზე გეტყვით: რეგიონები, რომლებიც წითელი ზონებია და არანაირი გადაადგილება არ შეიძლება, როგორ წავლენ რომში? ა ხო, ტრაპებს მიუყენებენ ფანჯრებთან, შესხავენ თვითმფრინავში და ჰაიდააა…..

ბოლოს მკვლელი კომენტარი დამიწერა ამ ჩემმა ყოფილმა ფბ მეგობარმა: დიახ! მიშა მაგარიაო და დამბლოკა!

ძალიან გთხოვთ: ასეთ სისულელეზე ნუ მომაცდენთ! ცოტა უკეთესი რამე იქნებ შევძლოთ….ორი ახალგაზრდა მამაკაცი დავაბინავეთ რომში ჩვენი საელჩოს დახმარებით და მადლობას გადავუხდი უეჭველი….
სხვა ადამიანებს, რომლებსაც დახმარება ჭირდებათ და უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ, ისინი შეგვეხმიანონ….
დღეს ასეა….ომში ვართ და რაღაცნაირად უნდა გადავრჩეთ! დანარჩენი მერე!

თუ რაიმე სახის პრობლემა გაქვთ შემეხმიანეთ….ერთად იქნებ შევძლოთ…..და უნდა შევძლოთ….”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved