• რეკლამა
  • კონტაქტი
03:57, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საიას ახალი თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე იქნება

ალია ავტორი - ალია
10:15 12-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
144

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ახალი თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე იქნება. ინფორმაციას თავად არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს:

საიას თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნონა ქურდოვანიძე აირჩია. დღესვე გამეგობამ თავმჯდომარის მოადგილედ თამარ ონიანი აირჩია.

ნონა 2019 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა სამართლებრივი დახმარების პროგრამას და იყო საიას დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 2016 წლიდან არის საიას გამგეობის წევრი. 2018-2020 წლებში გამგეობის მიერ არჩეული იყო თავმჯდომარის მოადგილედ.

ნონა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობს 2009 წლიდან. სხვადასხვა დროს იკავებდა ადვოკატის, დევნილთა უფლებებთან დაკავშირებული პროექტების კოორდინატორის, იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, წამების მსხვერპლთა უფლებებთან დაკავშირებული პროექტის კოორდინტორის პოზიციებს.

ნონა 2009 წლიდან არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით და პირადად აქვს ნაწარმოები 100-ზე მეტ საადვოკატო საქმე საერთო სასამართლოებში და ადმინისტრაციულ ორგანოებში. არის 10-ზე მეტი კვლევის ავტორი/თანაავტორი, რომელიც მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობას, არასათანადო მოპყრობას, მშვიდობიანი შეკრების უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას, დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას და სათანადო საცხოვრებლის უფლებას შეეხება.

მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციასა თუ სასწავლო პროგრამაში. მათ შორის, არის გერმანიის მარშალის ფონდის სასტიპენდიო პროგრამის (2019 წელი) ვარშავის ევრო-ატლანტიკური საზაფხულო აკადემიის (2021 წელი), უფლებადამცველებისათვის სახაროვის სახელობის პროგრამის (2020), ჯონ სმიტის სასტიპენდიო პროგრამის (2018 წელი), საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამის (IVLP, 2014 წელი), ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის (2017 წელი) მონაწილე.

ნონა ქურდოვანიძე არის სამართალმცოდნეობის მაგისტრი. ამჟამად სწავლობს რუსეთისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი კვლევითი ინტერესებია რუსეთის ენერგო რესურსები, სატრანზიტო დერეფნები და უსაფრთხოების საკითხები სამხრეთ კავკასიაში, – წერს საია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved