ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მზია ამაღლობელის პატიმრობიდან 1 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
საია წერს, რომ მზიას საქმეში სხვადასხვა სამართლებრივ დარღვევასთან დაკავშირებით ბრძოლა საერთაშორისო დონეზე გაგრძელდება. მათივე თქმით, “რეალური მართლმსაჯულების აღსრულება მზიას გამარჯვებით უნდა დასრულდეს”.
“მზია ამაღლობელის უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან ერთი წელი გავიდა.
დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, ნეტგაზეთისა და ბათუმელების, დამფუძნებლის საქმეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პირველივე დღიდანაა ჩართული და მზიას უფლებებს იცავს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სასამართლოში.
ქართული მართლმსაჯულება აშკარად უგულებელყოფს მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებასა და საქმესთან დაკავშირებულ სხვა დარღვევებს.
მზიას საქმეში სხვადასხვა დარღვევაზე სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რეალური მართლმსაჯულების აღსრულება მზიას გამარჯვებით უნდა დასრულდეს”, — წერია გავრცელებულ განცხადებაში.














კომენტარები