• რეკლამა
  • კონტაქტი
22:37, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საია: „ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება

ალია ავტორი - ალია
16:27 02-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გურიასა და აჭარაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ეს მოვლენები ცხადჰყოფს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების ჯანრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება.

„მოსახლეობას საკუთარი ძალებით უწევს დიდთოვლობასთან გამკლავება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ძალისხმევა და გატარებული ღონისძიებები, სტიქიის მასშტაბების გათვალისწინებით არ არის ეფექტიანი.

ადამიანთა სიცოცხლე და ფიზიკური ხელშეუხებლობა, ჯანმრთელობის დაცვა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებებია, ამასთან, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მოქალაქეებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.

სტიქიის დროს მოსალოდნელი საფრთხეების შეფასების შედეგად სახელმწიფო ვალდებულია დროულად გაატაროს ადეკვატური პრევენციული ღონისძიებები.

სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს ავალდებულებს სათანადო ნაბიჯების გადადგმას საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, რაც, მათ შორის, მოიცავს ისეთი საფრთხეებისგან დაცვას, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფოსგან არ მომდინარეობს.

უფლების დაცვის ევროპული სტანდარტი მოითხოვს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც შესაძლებელს გახდის სტიქიური უბედურებების დროს სიცოცხლის დაკარგვის თავიდან აცილებას, მაშინაც კი, თუ თავად სტიქიური მოვლენები ადამიანის კონტროლის მიღმაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

საია აღნიშნავს, რომ მათ 2023 წელს გამოაქვეყნეს საადვოკაციო დოკუმენტი „ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ“, რომელშიც წამოჭრილია ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის, მართვის და მათზე რეაგირების კუთხით არსებული ნიშვნელოვანი გამოწვევები და შეკითხვები, „რომელთა უმრავლესობა დღემდე პასუხგაუცემელი რჩება”.

„მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი“, ეს დოკუმენტი აფასებს საგანგებო სიტუაციების რისკებს, შესაძლო შედეგებსა და მუნიციპალიტეტის მიერ გადასადგმელ პრევენციულ ნაბიჯებს. ასევე გამოიყენება რისკების შემცირების ღონისძიებების დაგეგმვისთვის.

უცნობია აქვს, თუ არა, უსაფრთხოების პასპორტი ყველა მუნიციპალიტეტს და ერთვის თუ არა მათ შესაბამისი რისკის მიხედვით ზონირებული რუკები. უსაფრთხოების პასპორტების არსებობის შემთხვევაში, ისინი არ არის ხელმისაწვდომი.

მაგალითად, ჯერ კიდევ 2023 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, სამსახურმა გვაცნობა, რომ დონორული მხარდაჭერით, 21 მუნიციპალიტეტში ჩაატარა სწავლებები უსაფრთხოების პასპორტის შექმნასთან დაკავშირებით და კოორდინაციას უწევდა მომზადებული თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების პასპორტის შექმნაზე მუშაობას”, – წერს საია.

ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისა, სახელმწიფო წლებია ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინსტრირებას, რის შედეგადაც ადამიანებს ტოვებს დაუცველს ისეთი საფრთხეების მიმართ, რომელთა თავიდან აცილება ან/და რომლებზეც ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved