• რეკლამა
  • კონტაქტი
02:20, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საია არ შეასრულებს რუსული კანონის მოთხოვნას რეგისტრაციის შესახებ” – განცხადება

ალია ავტორი - ალია
14:56 07-06-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საერთო კრების ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, საია აცხადებს, რომ ისნი არ შეასრულებენ რუსული კანონის მოთხოვნას და ,”უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში” არ დარეგისტრირდებიან.

“1. 2024 წლის 3 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ხელი მოაწერა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის.

2.კანონის მიღებით, ხელისუფლებამ განზრახ შეუქმნა საფრთხე ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, საერთაშორისო რეპუტაციას, სამოქალაქო წესრიგს, მშვიდობასა და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.

3. ამ კანონით, უცხოური ძალის ინტერესების გატარებად ცხადდება ის საქმიანობა, რასაც საია დაარსების დღიდან საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად და სამართლის უზენაესობის პრინციპების დასამკვიდრებლად აკეთებდა და აკეთებს.

4. რეგისტრაცია რეესტრში, რომელიც საქართველოს და ქართული საზოგადოების სასიკეთოდ განხორციელებულ საქმიანობას უცხოური ძალის ინტერესების გატარებად აცხადებს, და იწვევს ორგანიზაციის სტიგმატიზებას, შეუთავსებელია საიას მისიასთან, მიზნებთან, პრინციპებთან და წარმოადგენს ორგანიზაციის დამაზიანებელ ქმედებას.

5. საერთო კრება ცნობად იღებს, რომ საიას გამგეობამ წინამდებარე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო და თავის მხრივ ადგენს:

5.1. ა(ა)იპ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არ შეასრულებს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციის შესახებ;

5.2. ა(ა)იპ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იძულებითი წესით რეგისტრაციის შემთხვევაში, საია გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას. ბრძოლის პარალელურად, საია აცნობიერებს, რომ ორგანიზაციას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმები, რომლის გადახდაც წარმოადგენს ორგანიზაციის ინტერესებისათვის გადადგმულ ნაბიჯს;

5.3. კანონის რეპრესიული მოქმედების პირობებში ა(ა)იპ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის გაგრძელების გრძელვადიან სტრატეგიას საიას გამგეობა დაამტკიცებს 2024 წლის ნოემბერ/დეკემბერში, წევრთა მორიგი საერთო კრების მოწვევამდე, რომელსაც წარუდგენს საერთო კრებას.

6. წინამდებარე გადაწყვეტილება მიღებულია ა(ა)იპ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთო კრების მიერ, ერთხმად,” – წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved