საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა Amnesty International-მა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა.
“Amnesty International-ის წერილობით მოსაზრებაში ვკითხულობთ: სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების უფლება გულისხმობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება იძიებს, იღებს და იყენებს რესურსებს, რითაც, არა მხოლოდ, ინარჩუნებს სამოქალაქო სექტორის მრავალფეროვნებას, არამედ დამოუკიდებელია კონტროლისგან, რომლის ქვეშაც შესაძლოა აღმოჩნდეს სახელმწიფო დაფინანსების პირობებში.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს მიმართული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმური მიზნის მკაცრი დაცვისკენ. სახელმწიფო კი ვერ ამტკიცებს რეალური საფრთხის არსებობას და წინასწარ, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისადმი უნდობლობას გამოხატავს, რითაც იქმნება რისკი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავისუფლად და უსაფრთხოდ საქმიანობა” – წერია საიას განცხადებაში.














კომენტარები