ღამის განმავლობაში წვიმის შედეგად, მიწის მასის ჩამოშლის გამო, შატილის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამის წვიმების შედეგად, ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები