საგარეჯოში ერთი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ღამით მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მოგვიანებით კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა კაცი კიდურების არეში დაჭრა.
თავდაპირველად, დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში წუხელვე მოათავსა , სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, დღეს დილით კი დაჭრილი ალადაშვილის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები