საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 42 წლის კაცს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ნაზიმ ნაბიევი სახლიდან 4 იანვარს სხვა მუნიციპალიტეტში საქონლის შესაძენად წავიდა და შინ აღარ დაბრუნდა. ნაზიმ ნაბიევის დაკარგვის შესახებ ახლობლებმა პოლიციას უკვე აცნობეს.
კომენტარები