საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლს ესროლეს. შემთხვევა, სოფელ დუზაგრამაში მოხდა.
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, ადგილობრივი მცხოვრების, ახლიმან მამედოვის სახლს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
სახლის მესაკუთრე ამბობს, რომ ათამდე გასროლა, ღამის 2 საათზე მოესმა, რის შემდეგაც ოჯახმა, სახლის კარი, კედლები და ფანჯრები ტყვიით დაცხრილული ნახა.
სროლის დროს, სახლში ოჯახის ოთხი წევრი იმყოფებოდა, თუმცა, არცერთი მათგანი დაზარალებული არ არის.














კომენტარები