საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიააცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ გარკვეული შეზღუდვები მაინც საჭირო იქნება.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო საკანონმდებლო ცვლილება.
“საკანონმდებლო ჩარჩო გვჭირდება ამ შეზღუდვების შესანარჩუნებლად, ამ შეზღუდვების უფრო ეფექტურად ასამუშავებლად, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, საგანგებო მდგომარეობის გარეშე. ჩვენ ამ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს, მუშაობა მიმდინარეობს და იმედია, რომ გარკვეული შეზღუდვები, რომელიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული”, – ამბობს გახარია.
შეგახსენებთ, “ოცნებას” პარლამენტში ინიცირებული აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობას რიგი შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც შეეძლება.
კომენტარები