საქართველოს მთავრობა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით აღარ მიმართავს.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება. კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ვრცელდებოდა.
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლითაა ძალაშია, შესაბამისად, კომენდანტის საათიც 23 მაისის დადგომისთანავე აღარ იმოქმედებს.
პარალელურად პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შემოღებასთან დაკავშირებული კანონის განხილვას განაგრძობს.
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს ამოქმედდა.
კომენტარები