• რეკლამა
  • კონტაქტი
01:14, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციების გაერთიანების გადაწყვეტილება “ოცნების” ყოფილ ლიდერს უკავშირდება – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
15:55 12-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციების გაერთიანების გადაწყვეტილება თავის დროზე რიგი სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა და დაკავშირებული იყო გუნდის ყოფილ ლიდერთან.

„ყველაზე ლეგიტიმურია კითხვა – საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქცია თავსებადია თუ არა ერთმანეთთან, ან სადმე, მსოფლიოში არის თუ არა ერთად? – არა. გეთანხმებით იმაში, რომ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. თავის დროზე, ეს გადაწყვეტილება რიგი სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა და ეს დაკავშირებული იყო ჩვენი გუნდის ყოფილ ლიდერთან.

როცა საკითხი დადგა, გავიაროთ, რა არის სწორი ინსტიტუციურად, შესაძლებელია თუ არა,  ერთად იყოს ეს ორი ფუნქცია, თავსებადია თუ არა, და მსოფლიოში არ არის პრეცედენტი იმის, რომ პერსონალური დაცვის ფუნქცია საგამოძოები ფუნქციას ითავსებდეს. რამდენად სუსტდება ინსტიტუტი და მისი ფუნქციები – პირიქით, ძლიერდება. საგამოძიებო ფუნქცია ძლიერდება და არაერთი მუხლი ემატება. შესაბამისად, გაყოფით და არა გაუქმებით, ორი უწყების ჩამოყალიბებით ხდება გაძლიერება. მოვისმინე,თითქოს, ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს იმას, რომ ამ უწყებაში ვინც მუშაობს, უმუშევარი ხდება, ეს არის არასწორი.

ამ უწყებაში მუშაობენ პროფესიონალები, რომელთაც სერიოზული პრაქტიკა დაუგროვდათ, როგორც საგამოძიებო, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით. შეუძლებელია, ვინმემ იფიქროს მათი ხელაღებით სამსახურიდან გათავისუფლებაზე, რაიმე ასეთ ჩარევაზე. ყალიბდება ორი სამსახური, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს არა კადრების შემცირება, არამედ პირიქით – დამატება. ბუნებრივია, პროფესიონალი კადრები საკუთარ სამსახურს შეინარჩუნებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved