რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამაზე საუბრისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ უნდა გადაიხედოს ან სრულად გაუქმდეს საგადასახადო შეღავათები.
“საგადასახადო სისტემაში გვაქვს უმარავი შეღავათი, რომლის ეფექტურობაც უკვე აქტუალური აღარ არის. ჩვენ მოგვიწევს დეტალურად განვიხილოთ ყველა ეს შეღავათი იმისთვის, რომ იქ, სადაც ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს, ზოგან გავაძლიეროთ, ხშირ შემთხვევაში, ალბათ, გავაუქმოთ. იმიტომ, რომ ეფექტურობა ამ საგადასახადო შეღავათების დიდი კითხვის ნიშნების ქვეშ არის დღეს”
კომენტარები