• რეკლამა
  • კონტაქტი
14:20, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საერთოდ არარელევანტურია, ეს ფიგურა რას იტყოდა გაწევრიანებაზე – ჩერგოლეიშვილი შარლ მიშელზე

ალია ავტორი - ალია
13:10 07-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშლის გუშინდელ გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ჩერგოლეიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრით აღფრთოვანებული თავადაც არაა, შარლ მიშლის პოზიცია მაინც მიუღებელი იყო.

„ისე დაეტაკეთ თარჯიმანს, თითქოს სხვა რაც თქვა შარლ მიშელმა, დიდი სიბრძნის, კეთილგონიერების და ზრუნვის ნაჟური იყო.
თუ ვინმეს აღარ ახსოვს, საერთოდ Europe Whole and Free – ალბათ პირველი შარლ მიშელია.
მე მესმის ყველასი, ვისაც ქართული ოპოზიციური სპექტრი არ მოსწონს.
არც მე მომწონს.
მართლა მარტო გიგა მომწონს და გიგას მხარდაჭერა გასაზრდელია.
მაგრამ საკუთარ პრინციპებს არ ღალატობ მაშინაც, როცა ოპოზიციური სპექტრი ინფანტილური და უპასუხისმგებლოა.
არ გამოხატავ კმაყოფილებას იქ, სადაც რამდენიმე დღით ადრე, სექსუალური იდენტობის გამო ადამიანები ჩაქოლეს, ჟურნალისტები სცემეს და ოპერატორი მოკლეს.“- წერს ჩერგოლეიშვილი და აღნიშნავს, რომ ასეთი გამოსვლის შემდეგ შარლ მიშლის ნევის,იერი მოსაზრება არარელევანტურია.
„საერთოდ არარელევანტურია ასეთი შეფასებების მერე, ეს ფიგურა რას იტყოდა გაწევრიანებაზე,“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისათვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა:
თქვენთვის დამოუკიდებლობის ერთი თაობა არსებობს და ამ ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორია უფრო მეტი დემოკრატიისთვის, მეტი სტაბილურობისთვის, მეტი კეთილდღეობისთვის და რაც მთავარია, თქვენი ქვეყნების მოსახლეობის სასარგებლოდ.“
ქართული მედიის ერთმა ნაწილმა, შარლ მიშელის განცხადების ტექსტი განსხვავებული ინტერპრეტაციით გაავრცელა. მოგვიანებით, თარჯიმნის შეცდომა გასწორდა და საზოგადოებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადების რეალური ტექსტი მიეწოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved