• რეკლამა
  • კონტაქტი
17:23, სამშაბათი, 2 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „FitchRatings“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე შეაფასა პოზიტიური პერსპექტივით

ალია ავტორი - ალია
18:15 01-13-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
235

დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „FitchRatings“-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე შეაფასა და პოზიტიური პერსპექტივა შეუნარჩუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული განპირობებულია რეალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივით – 2024-2025 წლებისთვის სააგენტო საქართველოში საშუალოდ 5%-იან ზრდას ვარაუდობს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარების ინდიკატორების მიხედვით, საქართველო უსწრებს მსგავსი რეიტინგის ქვეყნებს.

კიდევ ერთ ფაქტორად დასახელებულია სანდო მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა. Fitch-ის შეფასებით, საქართველოს აქვს სანდო ფისკალური დისციპლინა, ხოლო სამიზნე მაჩვენებლები რეალისტური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესაბამისია.

ანგარიშში, ასევე, ხაზგასმულია მთავრობის ვალის დაბალი დონე, ისევე, როგორც მიზნობრივზე დაბალი ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი.

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ხაზს უსვამს ევროკავშირში მიღების პერსპექტივასა და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობას.

„სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე შეაფასა პოზიტიური პერსპექტივით, რომლის მთავარი მიზეზიც მაღალი ეკონომიკური ზრდა და საიმედო ფისკალური პოლიტიკაა. სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, ხოლო 2025 წელს ზრდა 5.1%-ს მიაღწევს. ტრადიციულად, სააგენტო დადებითად აფასებს მმართველობით ხარისხს, რითაც საქართველო წინ უსწრებს რეგიონისა და მსგავსი რეიტინგების ქვეყნების უმრავლესობას. ასევე, ტრადიციულად დადებითადაა შეფასებული ფისკალური პოლიტიკა, მთავრობის ვალის დაბალი დონე და 2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტის 2,5%-მდე შემცირება. სააგენტოს შეფასებით, 2024 წლის ფისკალური პარამეტრები რეალისტური და საიმედოა. საქართველო განაგრძობს იმ ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, რომელიც აუცილებელია რეიტინგის გაუმჯობესებისთვის და ჩვენ მოლოდინი გვაქვს რომ შემდგომ შეფასებებში ეს უნდა აისახოს რეიტინგის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა FitchRatings-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო

16:21 12-02-2025
თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

15:46 12-02-2025
თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა

14:31 12-02-2025
შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია – მთავარია გჯეროდეს! – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია – მთავარია გჯეროდეს! – თიბისი

11:23 12-02-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved