• რეკლამა
  • კონტაქტი
01:09, ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

საერთაშორისო ექსპერტები ტელეიმედის დარბევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმეზე: მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების შესახებ მხარდაჭერისთვის და ამართლებს სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ – “კვირის პალიტრა”

ალია ავტორი - ალია
14:51 10-11-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

საერთაშორისო ექსპერტებისჯგუფს მიაჩნია, რომ მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების შესახებ დადგენილების მხარდაჭერისთვის და ამართლებს სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებას მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის, ზურაბ ადეიშვილის და გიორგი უგულავას წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც გაზეთი „კვირის პალიტრა“ ავრცელებს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ზურაბ ადეიშვილის და გიორგი უგულავას ერთიან, განგრძობად გეგმას, 2005 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში, დანაშაულებრივი ქმედებების გზით, მათ შორის ძალადობით, ქონების განადგურებით და თაღლითობით, მედიასაშუალებებით მთავრობის საქმიანობის გაშუქების კონტროლი და მთავრობის მიმართ კრიტიკის და საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობა წარმოადგენდა, მათ შორის – 2007 წლის 7 ნოემბერს.  

ანგარიშის მიხედვით, გარდა ამისა, მტკიცებულებები კონკრეტულად მიუთითებენ ფართომასშტაბიან კამპანიაზე არკადი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, რის მიზეზსაც პატარკაციშვილის უარი დაექვემდებარებინა ტელეკომპანია „იმედი“ სამთარობო კონტროლს და ასევე, მისი ოპოზიციური პოლიტიკური საქმიაობა წარმოადგენდა, რამაც მისი ქონების განადგურება და ხელში ჩაგდება გამოიწვია.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეებში (პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმა; ტელეკომპანია იმედის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმე) მტკიცებულებითი სტანდარტის შესაფასებლად საქართველოს პროკურატურამ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები მოიწვია: ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, რომელიც ჰააგის ტრიბუნალში იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს უძღვებოდა და ასევე, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ადვოკატია.

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ორივე სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025

ბიზნესი

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved