უკრაინაში მცხოვრები ქართველი, მარიკა მეფარიშვილი, რომელიც ხარკოვში, ერთ-ერთ მეტროსადგურს აფარებს თავს, საქართველოს საელჩოს დახმარებას სთხოვს.
მეფარიშვილი „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქეები საელჩოებმა უკრაინიდან გაიყვანეს, თუმცა ქართველები ამ დრომდე თავშესაფარში რჩებიან.
“ჩვენ ვიმყოფებით ხარკოვში, მეტროს წინ გვაქვს სახლი. ჩვენი ეზოს წინ დაეცა ბომბი. ჩვენს ქუჩაზე არის სამშობიარო, ისიც დაინგრა. მთელ ხარკოვში მიდის დაბომბვა. არცერთი საავადმყოფო არ დატოვეს, საბავშვო ბაღები, სკოლები, ამათ უმიზნებენ სულ.
ვითხოვთ, რომ ჩვენმა საელჩომ გაგვიყვანოს. ყველა ქვეყნიდან, ვინც იყვნენ აქ, საელჩოებმა თავისი ხალხი გაიყვანეს დავრჩით მარტო ქართველები. უკვე შიშიც გვაქვს. ბავშვები კანკალებენ ისეთ მდგომარეობაში არიან”, – ამბობს მარიკა მეფარიშვილი.














კომენტარები